workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსის კომენტარი ატლეტიკოს დამარცხების შემდეგ

ბუსკეტსის კომენტარი ატლეტიკოს დამარცხების შემდეგ

“ბარსელონას” კაპიტანმა სერჟიო ბუსკეტსმა მადრიდის “ატლეტიკოს” დამარცხების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

“რეალ მადრიდის” მარცხის შემდეგ გალიდერების კარგი შანსი მივიღეთ და ამით ვისარგებლეთ. ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. მეორე ტაიმში ბურთი უკეთ გავაკონტროლეთ. ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ სამი ქულა მოვიპოვეთ.

კარის მშრალად შენახვა მნიშვნელოვანი იყო – როდესაც გასვლაზე თამაშობ, ეს კიდევ უფრო რთულია. ასე უნდა გავაგრძელოთ.

ვისურვებდით, შეტევაში უფრო ეფექტურები ვყოფილიყავით, თუმცა ბევრი საგოლე შანსი არც მეტოქეს შეუქმნია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • Rick Sanchez
    schedule 09 იან 2023, 13:41

    მეორე ტაიმში ბურთი გვეჭირაო?!

  • Don_Andresito
    schedule 09 იან 2023, 12:50

    ვისურვებდით, შეტევაში უფრო ეფექტურები ვყოფილიყავით, თუმცა ბევრი საგოლე შანსი არც მეტოქეს შეუქმნია. – ვერაა ეს ხო? თავზე გვაჯდა ლა ლიგის ყველაზე დაცვითი გუნდი, გრიზმანი იყო მოსყიდული რო ანიავა მომენტები და არაუხო გმირი.

  • nika 54
    schedule 09 იან 2023, 11:15

    ვინ უნდა შექმნას საგოლე მომენტი, თამაშამდეც ვამბობდი არც დემბელე, არც ტორესი და არც რაფინია და მითუმეტეს ფატი თავდასხმაში არაფრის გამკეთებლები არ არიან. გუშინდელი გოლი სუფთა "ბავშვური" პედრი-გავის დამსახურება იყო და ესეც რო ვერ გაეტანა დემბელეს მოსაკლავი იქნებოდა.