“ბარსელონა” ნ’გოლო კანტეს პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით პესიმისტურადაა განწყობილი.
ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, ფრანგი ნახევარმცველი “ჩელსისთან” კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა.
იმ შემთხვევაში, თუ კანტესთან ახალი ხელშეკრულება ვერ გაფორმდება, “ბარსას” მისი შეძენის კარგი შანსი ექნება, მაგრამ მსგავსი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა.

პესიმისტურად რატოა განწყობილი, კაცმა გარკვევით თქვა თუ გჭირდებით იანვარშივე გამაფორმეთო არაოფიციალურად მოვილაპარაკოთო ყველაფერზე, მაგრამ ამათ თუ ერთი ადგილი არ გაანძრიეს ის კაცი უგუნდოდ ხო არ დარჩება.
სულ ცოტა ხნის წინ კანტეს გადაწყვეტილი ჰქონდა ჩელსის დატოვება. ბევრჯერ მიმართა ბარსას, რომ ეხლა გაეფორმებინა წინასწარი ხელშეკრულება, რომ გარანტირებულად ზაფხულში გადმოსულიყო ბარსაში. ამ ხელშეკრულებას იმიტომ ითხოვდა, რომ ეხლანდელი კანტე, ძველი კანტე არ არის და მის შესაძენათ რიგი არ დგას, მას კიდევ არც ჩელსიში დარჩენა უნდოდა და არც რონალდოსავით უკლუბოდ დარჩენა. მაგრამ ბარსამ ეს არ გააკეთა. მიზეზი ის არის, რომ ლაპორტამ კარგად იცის, რომ არანაირი გარანტია არა აქვს, რომ ზაფხულში ვინმეს იყიდის და გააფორმებს, გავი და ბალდე ვერ გაუფორმებია. ეს იყო კიდევ ერთი ცრუ ფორიაქი, ვითომ ყველაფერი კარგად არის და ბარსას სატრანსფერო ბაზარზე მოქედების შესაძლებლობა აქვს . ეხლა კიდევ, როცა კანტე სადაც არის კონტრაქტს გააფრმებს ჩელსისთან, ახალი ფეიკი ინფორმაცია გამოჩნდა, ბარსას უნდა, მაგრამ კანტე ჩელსიში რჩება… მე პირადად გული არ დამწყდება კანტეზე. ტრამვებს მოუმატა, ასაკიც ემატება და თამაშს მოუკლო. არა მგონია რომ ბარსას მოერგოს. კლუბის სინამდვილეში კი სიტუაცია გაცილებით რთულია, ვიდრე გვეუბნებიან. ლა ლიგამ გააფრთხილა ბარსა, რომ არანაირი ბერკეტები ზაფხულში ვერ უშველის თუ სახელფასო ფონდი არ შემცრდება. ამას ჯერ ვერ ახერხებენ. არანაირ ახალ ინვესტიციებზე და შემოსავლებზე ინფორმაცია არ არის, მე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში, თუ ვინმემ მეტი იცის, სიამოვნებით მოუსმენ. ასე, რომ რა იქნება ზაფხულში, ჯერ-ჯერობით გაუგებარია და ასეთი ინფორაციების რეალობა დიდ ეჭვებს იწვევს. ყველამ კარგად იცის ბარსას სიტუაცია და ბარსას სარტანსფერო ბაზარზე თავისი სურვილების ასრულება, ძალიან გაუჭირდება
ძაან კაი ნეტა ვაფშე რატო ინტერესდებიან ამით
რათ გვინდა კანტე, 2 თამაში არ გადაუბია უკვე 1 წელია მგონი
უუ რა მეწყინაა