“ბარსელონას” ლეგენდარულმა ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ შესაძლოა საფეხბურთო კარიერა განაახლოს.
Relevo-ს ჟურნალისტის, სერხიო ფერნანდესის ინფორმაციით, 35 წლის ესპანელს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა, ფეხბურთის თამაში კვლავ სურს და ამის გაკეთებას საკუთარ კლუბში, “ანდორაში” აპირებს.
პიკეს სურვილის მიუხედავად, მას დაბრუნება გაუჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ პირს საკუთარ მფლობელობაში მყოფ კლუბში თამაშის უფლება აქვს, ლა ლიგის რეგულაციების გამო, ეს ძალიან რთული იქნება, განსაკუთრებით “ანდორას” მსგავსი დაბალშემოსავლიანი კლუბისთვის.
ცნობისთვის, პიკეს არაერთხელ უთქვამს, რომ “ბარსელონა” თავისი ბოლო გუნდი იქნებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, შესაძლოა მან პირობა დაარღვიოს.

ეტყობა ნაკრებზე აქვს მიზანი აღებული. და სათამაშო პრაქტიკა უნდა.
მიეცით კაცს თავისი ცხოვრება მემგონი დაიმსახურა
მანჩესტერის ფანები რა დღეში არიან 😁🤣 ბორმუთს თუ მოუგეს და ხარახურა გუნდებს რამეს თუ ნიშნავდეს ეგ.
ნეტა ერთი უშნოდ არ ათამაშებდეს უკანალს
ხელფასსაც თვითონ გადაუხდის თავის თავს, ან არ გადაუხდის… ჭირი იქა ლხინი აქა…
ჰო რაა, "ანდორაში" აგორაოს ბურთი…