მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ვალენსია” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

”ვალენსია” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ


პეპ გვარდიოლა კმაყოფილი იყო იმ თამაშით, რაც ”ბარსელონამ” აჩვენა ”ვალენსიას” წინააღმდეგ და მისი აზრით მატჩის შედეგი ლოგიკური იყო.

პეპ გვარდიოლამ პრეს-კონფერენცია მატჩის ანალიზით დაიწყო. მან განაცხადა: ”ეს შესანიშნავი საფეხბურთო წარმოდგენა იყო. ვულოცავ ”ვალენსიას” ამ შესანიშნავ მატჩს, რომელიც მათ ითამაშეს. ჩვენ ვიცოდით, რომ მატიე და ალბა ფლანგიდან შეგვიტევდნენ, ამიტომაც იქ მასკერანო დავაყენეთ, მაგრამ ”ვალენსია” ძალიან აქტიურად თამაშობდა და ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. საბოლოო შედეგი რომ ასეთია ლოგიკურია, ამ გუნდმა საკუთარი ძალა გვაჩვენა და ფრე ითამაშა. მატჩის ბოლო წუთებზე 3 ქულის აღება შეგვეძლო, თუმცა მომენტები პირველ ტაიმში მათაც ქონდათ. ამგვარად შედეგს ლოგიკურად ვთვლი”.

პეპმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ პრიმერა მხოლოდ ორი გუნდის ჩემპიონატი არ არის: ”ხანდახან ჩვენ შეიძლება დავეთანხმოთ კლუბის ხელმძღვანელების განცხადებებს, მაგრამ ფეხბურთელები ყველაფერს თავის ადგილზე აყენებენ. არ არსებობს გუნდი, რომელიც მოედანზე გამოდის იმ აზრით, რომ მას შანსი არ აქვს”.

მწვრთნელს არ მოეწონა, როცა მას კითხეს, უკმაყოფილო იყო თუ არა ფრით: ”ჩვენ ყველა ტიტულის მოპოვების შანსი გვაქვს, ასევე 2 ტიტული უკვე მოვიპოვეთ. ახლა მატჩის გაანალიზების დროა, ხოლო მატჩი შესანიშნავი იყო. ეს იმაზე მნიშვნელოვანია, ვართ თუ არა ჩვენ განცვიფრებულები. ახლა მათ ”ნოუ კამპზე” ველოდებით”.

გვარდიოლამ კვლავ  დაიცვა მის მიერ არჩეული ტაქტიკა: ”მეორე ტაიმის დასაწყისში 4 მცველიან ტაქტიკაზე გადავედით, რადგან პირველი ტაიმის ბოლოს ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ბოლოს ისევ 3 მცველით თამაშს დავუბრუნდით, რის შემდეგაც ძალიან კარგი მოქმედება დავიწყეთ. ვიცოდით, რომ მატჩის ბოლოს დათმობა არ შეიძლებოდა და მატჩს გავუმკლავდით, როგორც ამას 4 წელია ვაკეთებთ. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რა რთულია ამის გაკეთება”.

პეპმა ისაუბრა ცვლილებების შესახებ: ”მეტოქე ბევრს მუშაობდა მოედანზე, რის გამოც მატჩის ბოლოს ისინი დაიღალნენ. ადრიანო, ვილია და ტიაგო მოედანზე გამოსვლის შემდეგ ძალიან დაგვეხმარნენ”.

პეპმა არ მიაქცია ყურადღება იმას, რომ გუნდმა 2 გოლი გაუშვა: ”კარგი იქნებოდა, რომ ჩვენთვის ვერ გაეტანათ, მაგრამ თუ 2 გოლს გვიტანენ ამაში გარკვეული გაკვეთილი არის, რომელიც უნდა შევისწავლოთ. ამაზე უახლოეს დღეებში ვიფიქრებ. ამას ჩვენ გამოვასწორებთ. ეს ის გზაა, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ”.

მწვრთნელმა არ იცის რას გრძნობს დავიდ ვილია ”სპორტინგთან” და ”ვალენსიასთან” შეხვედრისას: ”არ ვიცი მოქმედებს თუ არა ეს მასზე. ის მგრძნობიარე ადამიანია, მაგრამ რადგან მე ასეთი შემთხვევა არ მქონია არ ვიცი რას გრძნობს ის. ერთ საკითში, რაშიც დარწმუნებული ვარ არის ის, რომ მან სიმწვავე შეგვმატა”.

ბოლოს პეპმა სესკის როლზეც ისაუბრა: ”ის კვლავ ძალიან კარგი იყო, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში გაგვიჭირდა. ხშირად ვერ ვფლობიდთ ბურთს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ საბოლოო შედეგით. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ჩაჯდა ის გუნდში, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი მესი-სესკის დუეტზეა დამოკიდებული”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში