ლიონელ სკალონი: იმედი გვაქვს, მესი სანაკრებო კარიერას არ დაასრულებს

ლიონელ სკალონი: იმედი გვაქვს, მესი სანაკრებო კარიერას არ დაასრულებს

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ ხორვატიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა:

ნიდერლანდების ნაკრებთან დაპირისპირება? ეს ფეხბურთია. კრიტიკა სამართლიანი არ იყო, რადგან ვიცით, როგორ წავაგოთ და მოვიგოთ. საუდის არაბეთთან წავაგეთ და არაფერი გვითქვამს. ბრაზილიას მოვუგეთ, მაგრამ შეხვედრის დასრულების შემდეგ მესი, ნეიმარი და პარედესი ერთმანეთთან შესანიშნავად იყვნენ.

ხორვატია შევისწავლეთ. მათ ბევრი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავთ. რთული მატჩი გველის.

მესის ვიცნობ. ის ყოველთვის ასეთი იყო – გამარჯვებული. ლეოს სურვილი აქვს, ფეხბურთის თამაში გააგრძელოს, რაც გვაბედნიერებს.

ვიმედოვნებთ, მესი ნაკრებში ასპარეზობას გააგრძელებს. ვნახოთ, რა მოხდება. მისგან სიამოვნებას ვიღებთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

დი მარია და დე პაული ხორვატიასთან სათამაშოდ მზად არიან, მაგრამ ვნახოთ, რა დრო მიეცემათ.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • azulgerana
    schedule 14 დეკ 2022, 00:24

    არგენტინის ფან კლუბში ვზივარ არგენტინაში.

  • M10 S9 D11
    schedule 13 დეკ 2022, 18:35

    ერთი კოპა კიდე უნდა ითამაშოს ზიზინიოს რეკორდი აქვს მოსახსნელი გოლებში

  • nika 54
    schedule 13 დეკ 2022, 14:16

    ამ დიმარიას რა მუნდიალზე უნდება მაინცდამაინც ტრამვიანობა.

  • basa7
    schedule 13 დეკ 2022, 11:01

    ენცო ფერნანდესით რეალი და ლივერპული დაინტერესდნენ. ჩვენ კიდე ვინეებით ვინტერესდებით ვერ გავიგე

  • ჯიმიბარსა
    schedule 13 დეკ 2022, 10:56

    მიდი სკალონი, მიდი, მესი ნომერ პირველია მაგრამ ზოგიერთი კრიტიკოსი არგუმენტად იყენებს მაგას მსოფლიოს ოქრო არა აქვსო და აი მაგათ დასადუმებლად 2 თამაშიღა გაკლია.

  • Albicelecte
    schedule 13 დეკ 2022, 01:07

    რა თქმა უნდა, ნაკრებში გატანილი გოლების მინუმუმ 100 ნიშნულიანი მაინც უნდა მოხსნას, კოპა გაიმეოროს და მერე თუგინდ ნიუელსში წასულა

  • Griezzy7
    schedule 12 დეკ 2022, 23:20

    ხვალ ჩემი დაბადებისდღეა და იმედია კარგ საჩუქარს გამიკეთებთ heart_eyes

  • Moriba
    schedule 12 დეკ 2022, 22:41

    🚨 თითქმის გადაწყვეტილია, რომ ნ’გოლო კანტე სეზონის ბოლოს ჩელსის უფასოდ დატოვებს – მხარეები ახალ კონტრაქტზე არ მუშაობენ ❌🔵
    ბუსკეცის დიდი პატივის ცემის მიუხედავად უნდა გაუშვან და თვითონაც თუ აქ ნამუსი უნდა წავიდეს და 1 2 სეზონით კანტუშა დავითრიოთ