არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლიონელ სკალონი ნიდერლანდებთან გასამართ მატჩზე საუბრობს:
პენალტების სერიაზე ფიქრს არ ვაპირებ. შეხვედრის 90 წუთში მოგებაზე ვმუშაობთ.
სკალონი როდრიგო დე პაულის ტრავმაზე გავრცელებულ ცნობებსაც გამოეხმაურა:
დე პაულზე რატომ მეკითხებით? გუშინდელი სავარჯიშო სესია დახურულ კარს მიღმა გაიმართა და საიდან იცით, როდრიგოს რა დაემართა?
ის შესანიშნავადაა და ვარჯიშობს. არ ვიცი, ეს უცნაური ინფორმაცია საიდან მოვიდა.
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინისა და ნიდერლანდების დაპირისპირება სტარტს დღეს, 23:00 საათზე აიღებს.
მატეო ლაოსმა მაინც გადაგვიღალა გუნდი.
დანაკლისი არგეტნის ნაკრების წერია. დიმარია, ლაუტარო, დე პაული და პაპუ გომესი. მემგონი დიდი დანაკლისია.