ესპანეთის ნაკრების შემტევი, დანი ოლმო, რომელიც “ბარსელონას” აღზრდილია, სხვადასხვა საკითხზე საუბრობს:
ბალდე ძალიან კარგ სეზონს ატარებს და დარწმუნებულნი ვართ, დაგვეხმარება. თუმცა, სამწუხაროა, რომ მას გუნდში მოსვლა ხოსე გაიას ტრავმის გამო მოუხდა. ხოსე აქ ყოფნას იმსახურებდა და ეს მოტივაციას გვაძლევს, რომ მისთვის ვითამაშოთ.
სერხიო ბუსკეტსი სამაგალითო კაპიტანია. ყველამ ვიცით, ბუსი რა ტიპის ფეხბურთელია. ადრე მას არ ვიცნობდი და არ ვიცოდი, როგორი ლიდერი იყო. სერხიოს ბევრი საუბარი არ სჭირდება, რომ მიგვახვედროს, რა სურს.
“ბარსელონას” საკმაოდ კარგი სეზონი აქვს. ისინი ლა ლიგაში პირველ ადგილზე არიან, ჩემპიონთა ლიგაზე კი არ გაუმართლათ, რომ უძლიერეს ჯგუფში მოხვდნენ. “ბარსაში” მეგობრები მყავს და გამიხარდება, თუ წარმატებებს მიაღწევენ.
ჩავის ჩემს მწვრთნელად? მინდა, მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტების ხელში ვითამაშო. ჩავი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და შეუძლია, ასეთივე მწვრთნელი გახდეს. ვნახოთ, რა მოხდება…
დანი ოლმო “ლა მასიაში” 2007-2014 წლებში ირიცხებოდა.




ესე იგი ვისთანაც არ უნდა იღებდნენ ჟურნალისტები ინტერვიუს, კითხვა ბარსაში თუ ითამაშებდი უკვე სავალდებულოა? ეხლახანს რეალის ფეხბურთელს ასენსიოს კითხეს, თუმცა ეს არ არის კორექტული თუნდაც რეალის მიმართ.
იმედია ამასაც არ მოითხოვს ხავი
აუ ესღა გვაკლია რა
"ჩავი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და შეუძლია, ასეთივე მწვრთნელი გახდეს." იმედია მართლა გახდება დროთა განმავლობაში, თორე ეტყობა რო აკლია გამოცდილება და კატარის იქით არსად უმუშავია. მისულიყო რამდენიმე წლით ბარსა ბ-ში ან რომელიმე ესპანურ გუნდში (სხვა ქვეყნის მაინც) და მერე ბარსაში, იდეალური იქნებოდა