“ბარსელონას” მარცხენა მცველი, ალეხანდრო ბალდე ესპანეთის ნაკრებში გამოძახებაზე საუბრობს:
ოცნება ამიხდა. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. მზად ვარ, ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო. 3 თვის წინ ან თუნდაც 1 კვირით ადრე რომ ეთქვათ, რომ მუნდიალზე წავიდოდი, ვერ დავიჯერებდი.
ეროვნულ ნაკრებში პირველი გამოძახება, პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატზე – ეს დაუჯერებელია. ვიმედოვნებ, ტურნირს მოვიგებთ.
ანსუსა და ნიკო უილიამსს ვესაუბრე, მათთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ორივე მათგანმა მომილოცა.
ყველა ადამიანი მახსოვს, ვინც წარმატებების მიღწევაში დამეხმარა, განსაკუთრებით ჩემი ოჯახი და უახლოესი მეგობრები, რომლებიც ყოველდღე მამხნევებდნენ.
პაბლო ტორესთან ვიყავი, როცა ლუის დე ლა ფუენტემ (ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი) დამირეკა და მითხრა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მივდიოდი.




მერე მიდი და აიმაღლე კვალიფიკაცია, და დაგვანახე რა შეგიძლია ვინისიუსის წინააღმდეგ. ტყუილად ხო არ გადაგიყვანა ჩავიმ მარჯვნივ.