ალეხანდრო ბალდე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ესპანეთის ნაკრების განაცხადში მოხვედრას ეხმაურება:
მუნდიალზე ესპანეთის წარდგენა უდიდესი გრძნობაა – ოცნების ახდენა.
ხოსე გაიას მხარდაჭერას ვუხცადებ და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა ერთად, ერთი მიზნისკენ მივდივართ!
19 წლის ფეხბურთელის პროგრესი ნამდვილად დაუჯერებელია – გასულ სეზონში, ტრავმების გამო, “ბარსა ატლეტიკში” ბევრი ვერ ითამაშა და იჯარით წასვლის ვარიანტიც განიხილებოდა.
მიუხედავად ამისა, ბალდე არ დანებებულა, კარგი პრესეზონი ჩაატარა, “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობის მარცხენა მცველი გახდა, ახლა კი მსოფლიო ჩემპიონატზე მიდის.
ალეხანდრო ლუის ენრიკემ ტრავმირებული ხოსე გაიას ნაცვლად გამოიძახა. შედეგად, მუნდიალზე “ბარსელონელთა” რიცხვი 17-მდე გაიზარდა, რაც ყველა დროის რეკორდია – არასდროს, არცერთ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე ამდენი ფეხბურთელი არ ჰყოლია.




ნეტა ამანაც გაამართლოს და ერთი პოზიცია მაინც დაგვიტოვოს უპრობლემო.