4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ჟერარ პიკეს

4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ჟერარ პიკეს

დღეს ცნობილი გახდა, რომ რობერტო ლევანდოვსკი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

მიზეზი “ოსასუნასთან” მატჩში (1-2) მომხდარია. იმავე შეხვედრაში ადგილი კიდევ ერთ ინციდენტს ჰქონდა, რომლის მთავარი გმირიც ჟერარ პიკეა. 35 წლის ფეხბურთელმა შესვენებაზე მთავარ მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო.

ამ ინციდენტის გამო სადისციპლინო კომიტეტმა ჟერარ პიკეს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. თუმცა ვინაიდან ფეხბურთელმა კარიერა უკვე დაასრულა, ის ამ სასჯელს ვერ მოიხდის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 17 ნოე 2022, 17:12

    კარგია რო ჩვენებს არ გადაუნაწილეს ის 4 მატჩი. არც ეგ გამიკვირდებოდა.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 17 ნოე 2022, 10:31

    ციტატა: Georgebina
    ცუდია, მომავალ ცხოვრებაში თან კარიერის დასაწყისში მოუწევს 4 თამაშის გამოტოვება 🙁


    ..მომავალ ცხოვრებაშიიი!!! joy joy joy :::დდდდდ

  • Georgebina
    schedule 16 ნოე 2022, 19:36

    ცუდია, მომავალ ცხოვრებაში თან კარიერის დასაწყისში მოუწევს 4 თამაშის გამოტოვება 🙁