“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველი, გავი საინტერესო საკითხებზე საუბრობს:
ლა ლიგა გრძელია და წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს, მაგრამ მუნდიალამდე სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნა გვამშვიდებს. ლიდერობა მოტივაციას გვმატებს, რომ დარჩენილ მატჩებში მეტად ვიბრძოლოთ.
როგორც ჩავიმ თქვა, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი საშინლად წარიმართა. ახლა იმ ტურნირებზე უნდა ვფოკუსირდეთ, რომლებზეც ვასპარეზობთ.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩავი მენდობა.
ჩემი პრიზები? იმ პრესტიჟული ჯილდოების მოპოვება, რომლებიც ისტორიაში დიდებულ ფეხბურთელებს მოუგიათ, დიდი პატივია.
ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ამაში დამეხმარა – თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და განსაკუთრებით ოჯახს.
პედრი ფენომენალური ფეხბურთელია. ის ძალიან მეხმარება, რისთვისაც მადლობელი ვარ.
საბედნიეროდ, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა მაქვს. ეს გუნდი ძალიან კარგია.
[Mundo Deportivo]




ეს ახალგაზრდები ნამდვილად მოესწრებიან დიდ გამარჯვებებს, ლეოს კი მართლა აღარა აქვს დრო.
აი არგენტინის მერე მთელი გულით ამათ ვქომაგობ. უბრალოდ ამას პედრის და ფატის მთელი კარიერა წინააქვთ და ლეოსთვის ბოლო მსოფლიოა