ჟერარ პიკე იბაისთან – ბოლო ინტერვიუ ფეხბურთელის სტატუსით

ჟერარ პიკე იბაისთან – ბოლო ინტერვიუ ფეხბურთელის სტატუსით

გუშინ ღამით ჟერარ პიკე სტუმრად იბაი ლიანოსთან იმყოფებოდა. იბაის Twich-ზე მსოფლიოში მე-4 ყველაზე პოპულარული არხი აქვს, 2021 წელს კი ის ესპანეთში ყველაზე გავლენიან სოციალური მედიის ინფლუენსერად დასახელდა. მასთან პიკეს ყველა სტუმრობა განსაკუთრებით საინტერესო გამოდის და რა თქმა უნდა, ასე იყო ამჯერადაც.

პრესასთან დიდი ხანია, არ მისაუბრია. მას შემდეგ, რაც სეზონი დაიწყო.
ხვალ რაღაც დიდი ხდება. ამაზე თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ამ ამბავში ჩართულები არიან სთრიმერები და ჩართულია სპორტის სახეობა, რომელიც ჩვენ ყველამ ვიცით. ეს ღონისძიება თვეები გასტანს. მე ამ ამბავში ხავიერ ტებასის როლი მაქვს.
“ბარსელონას” პრეზიდენტობა? ახლა ამაზე არ ვფიქრობ. სხვა რაღაცების კეთება მინდა. თუმცა ჩემი ცხოვრების კლუბს ყველანაირად დავეხმარები, რითაც შემეძლება.
რატომ დავასრულე კარიერა ნოემბერში? ხალხმა უკვე იცის, რომ სეზონის სტარტზე ჩავისთან საუბარი მქონდა. მან მითხრა, რომ სათამაშო დრო მექნებოდა. ჩემი მოლოდინები პოზიტიური არ ყოფილა და მივხვდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პაუზა კარიერის დასასრულებლად კარგი შესაძლებლობა იქნებოდა.
ყოველთვის ვამბობდი, რომ როდესაც გუნდის მნიშვნელოვანი წევრი აღარ ვიქნებოდი, კარიერას დავასრულებდი. ჩემ პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა რომ არ მიეღო, კარიერას უფრო ადრე დავასრულებდი.
ვაპირებდი, თანაგუნდელებისთვის ვარჯიშზე მეთქვა, რომ ფეხბურთიდან მივდიოდი, თუმცა ვნახე, რომ ჩემ პოზიციაზე რამდენიმე მოთამაშემ ტრავმა მიიღო. საკუთარ თავს ვუთხარი: “ახლა ვერ წავალ”. მსოფლიო ჩემპიონატის პაუზა კი კარგი შესაძლებლობა იყო.
თავს ისე არ ვგრძნობდი, როგორც ადრე. ერთ დღესაც მივხვდი, რომ ფეხბურთელობა ჩემთვის აღარ იყო.
წითელი ბარათი “ოსასუნასთან”? ხილ მანსანოსთან მივედი და მას რამდენიმე ეპიზოდზე ვესაუბრე. ვუთხარი, რომ მისი გადაწყვეტილებები ყოველთვის ჩვენ გვაზარალებს და მან ამის გამო წითელი ბარათი მიჩვენა. მეტი არაფერი მითქვამს. მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ეს თანაგუნდელმა გააკეთა. არ გეტყვით, ვინ იყო, მაგრამ მე არ ვყოფილვარ (იცინის).
ჩემი გამომშვიდობება? ეს შესანიშნავი იყო. გამოსამშვიდობებელი ღონისძიებები არ მიყვარს, მაგრამ ამ დროს ხვდები, რამდენად გაფასებს ხალხი. ასევე გეტყვი, რომ ეს დამშვიდობება არაა, რადგან კლუბთან ისევ კავშირში ვიქნები.
ესპანელ მსაჯებს ემპათია აკლიათ. პრემიერ ლიგაში ყველაფერს დეტალურად გიხსნიან.
მსოფლიო ჩემპიონატისთვის ლუის ენრიკეს გაფართოებულ განაცხადში მოვხვდი? ამას სხვები ამბობენ, მე არაფერი ვიცი. არც ის ვიცი, საიდან ვრცელდება ეს ხმები. ამაზე არ მიფიქრია.
დიდი ხნის განმავლობაში პირველად შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფალი ვარ. თუმცა ამავდროულად, გაჩერება არ შემიძლია. მინდა, ცხოვრების ყოველი წუთისგან მაქსიმუმი მივიღო. დღეს ცოცხლები ვართ, მაგრამ ვინ იცის, რა მოხდება ხვალ.
ადრე ჩემი ცხოვრება საფეხბურთო კალენდარზე იყო დამოკიდებული, ახლა კი თავისუფალი ვარ. დღეს ეს უცნაური არაა, მაგრამ იანვრიდან უცნაური იქნება. პირველად მოხდება, რომ შვებულება მექნება.
მინდა თუ არა, რომ სერხიო რამოსი მსოფლიო ჩემპიონატზე წავიდეს? ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. ჩვენი საქმე არაა, ვთქვათ, ვინ უნდა წავიდეს, არც ამ საკითხზე აზრის გამოთქმაა ჩვენი საქმე.
“ბარსელონაში” ბოლო ვარჯიში დღეს მქონდა.
როგორ მახსოვს ის ნაკრებო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო? გვქონდა განცდა, რომ ვერავინ დაგვამარცხებდა. გვქონდა განცდა, რომ თუ მოგვიგებდნენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ იღბლის ბრალი იქნებოდა.
პუიოლი და მე ძალიან განსხვავებულები ვართ, მაგრამ ერთმანეთს ვავსებდით.
ჩვენ, ფეხბურთელები გულშემატკივრებთან უფრო ახლოს უნდა ვიყოთ. მოთამაშეები ზოგჯერ გულშემატკივრებთან დისტანციას ვიჭერთ, მაგრამ თუ კარიერაში რამე მისწავლია, ისაა, რომ მათთან ძალიან ახლოს უნდა იყო.
90-იან წლებში სერია A დომინირებდა, 2010 წლიდან ლა ლიგა, ახლა კი პრემიერ ლიგა.
დაძაბული “კლასიკოები” წარსულში? ვფიქრობ, წითელი ხაზი მაშინ გადაიკვეთა, როდესაც ტიტო ვილანოვას “რეალ მადრიდის” მწვრთნელი ხელით შეეხო.
არბელოაზე წარსულში გაკეთებულ განცხადებას ხომ არ ვნანობ? ეს ხუმრობა არ ყოფილა. მკითხეს, ვმეგობრობ თუ არა არბელოასთან და ვუპასუხე, რომ ის უბრალოდ ნაცნობია და არა მეგობარი.
ვხალისობ, როდესაც გაზეთის გარეკანზე ვხვდები. ვხვდები, რომ მეტი გაზეთის გასაყიდად მათ ჩემი იმიჯი სჭირდებათ (იცინის).
დღეს ხალხი ფეხბურთს აღარ უყურებს. ადამიანები ტელეფონებში არიან. არის რაღაცები, რაც ფლორენტინო პერესმა თქვა და სიმართლეა, მაგრამ არ მგონია, რომ სუპერ ლიგა გამოსავალი იყოს.
2012 წელს “რეალ მადრიდის” ფეხბურთელებთან ერთად ნაკრებში თამაში? ჩვენ ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ. მახსოვს, რომ ჩავისთან და იკერთან ერთად განვიხილავდით, თუ როგორ უნდა შეგვემცირებინა დაძაბულობა. მოგებისთვის გაერთიანება გვჭირდებოდა.
2010 წელს იმდენად ძლიერები ვიყავით, რომ “რეალ მადრიდის” ერთადერთი შანსი, დავემარცხებინეთ, ბრძოლის საფეხბურთო მოედანს მიღმა გადატანა იყო.
მედია ამ შოუს შემადგენელი ნაწილია. “კამპ ნოუზე” ფეხის დადგმის მომენტიდან სტადიონის დატოვებამდე მე ამ შოუს ნაწილი ვარ.
ხალხი უფრო იმაზე ფიქრობს, რა ხდება მოედნის გარეთ. გულშემატკივრები სატრანსფერო ფანჯრით უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი, ვიდრე თავად ფეხბურთით. ხალხს მატჩისშემდგომი კომენტარები უფრო მოსწონს, ვიდრე თავად ფეხბურთი, ან ისინი უბრალოდ ტელეფონში სტატისტიკას უყურებენ. ასეთია დღევანდელი ფეხბურთი.
სუპერ ლიგის პრეზენტაცია ძალიან ცუდი იყო… ფლორენტინო პერესის გამოსვლამ გამაკვირვა.
რას შევცვლიდი ფეხბურთში? დამატებით ტაიმებს. 90 წუთის შემდეგ რაღაც განსხვავებულია საჭირო, რამე ახალი უნდა სცადო. მაგალითად, ყოველი წუთის შემდეგ გუნდში ერთით ნაკლები მოთამაშე უნდა დარჩეს. ეს კარგი იდეა იქნებოდა.
ფეხბურთი რომ ჩემი გემოვნებით შეიცვალოს… ხალხი იფიქრებს, რომ გიჟი ვარ.
მჯერა, რომ ფეხბურთში რაღაცები შესაცვლელია. ეს ყველა სპორტში ხდება და ამაში ახალი არაფერია.
რაღაც ახალი უნდა ვცადოთ. მაგალითად თერთმეტმეტრიანები. არ მესმის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა თერთმეტმეტრიანების სერიით როგორ უნდა გადაწყდეს. პენალტის შესრულება უწევთ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ეს მანამდე არასდროს გაუკეთებიათ.

თინეიჯერები თამაშებს სრულად არ უყურებენ. ისინი 2 წუთს უყურებენ, შემდეგ კი Instagram-ზე შედიან.

ჩვენ გვჭირდება რამე მიმზიდველი, რაც თინეიჯერებს დააინტერესებს და მათ აიძულებს, მთელი თამაშის განმავლობაში ტელევიზორს უყურონ.

ვიდეორეფერი თამაშგარე მდგომარეობების დროს გვეხმარება, მაგრამ როდესაც საქმე 50-50-ზე არის, ყოველთვის პრობლემა იქმნება.
ისევე, როგორც ჩვენ, ფეხბურთელები, მსაჯებიც თამაშის შემადგენელი ნაწილები არიან. მათ თავიანთი გადაწყვეტილებები უნდა ახსნან. თუ ისინი შეცდნენ და ამას აღიარებენ, დაე ეს საჯაროდ თქვან. თუ მათ რთული გადაწყვეტილების მიღება უწევთ, დაე ახსნან, თუ რატომ. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ მათ გავუგებთ.
ლაპორტას რამდენჯერმე შევხვდი. თავიდან რთული შეხვედრები იყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა.
ზაფხულში ლაპორტას შევპირდი, რომ არასაფეხბურთო საკითხებით აღარ დავკავდებოდი, მთელ ენერგიას ამ სპორტსა და ჩემ გამოჯანმრთელებას დავუთმობდი.

თუ იგებ, გულშემატკივრები და მედია არაფერში გადანაშაულებს, მაგრამ თუ აგებ…

თუ გუნდი აგებს, გულშემატკივრები და ჟურნალისტები ყველა გზით შეეცდებიან, დაგადანაშაულონ და ყველაფერი შენ დაგაბრალონ. მაგალითად, თუ თამაშამდე ერთი კვირით ადრე Twiiter-ზე პოსტი ღამის პირველ საათზე დავწერე, ისინი იტყვიან, რომ წაგების მიზეზი ჩემი უძილობა იყო. მაგრამ თუ მოვიგეთ, არაფერს იტყვიან.

მიდიხარ სავახშმოდ, შემდეგ ჯინსა და ტონიკს სვამ ღამის 2 საათამდე. ეს ძალიან მაგარია. მაგრამ მომდევნო დღეს მთელი ინტენსივობით უნდა ივარჯიშო.

როდესაც ტრებლი მოვიგეთ და ლა ლიგაში თამაში გვქონდა დარჩენილი, პეპმა მითხრა: “თამაშის წინ ღამით გასართობად არ წახვიდე”.

ვფიქრობდი, რომ ფეხბურთიდან წასვლა მოსაწყენი იქნებოდა, მაგრამ ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ეს განსაკუთრებული მოგზაურობა იყო. საკუთარი კარიერით სიამოვნება მივიღე.
სეზონის სტარტზე ლაპორტას შევპირდი, რომ მედიიდან გავქრებოდი. არავისთან მისაუბრია და მხოლოდ ფეხბურთზე ვიყავი ფოკუსირებული. ეს იყო მიზეზი, რის გამოც არავისთან ვსაუბრობდი.
ლაპორტას ჩემი წასვლის შესახებ მაშინ ვუთხარი, როდესაც პლზენში ვიყავით. მანამდე მსგავსი საუბარი მის სახლშიც გვქონდა.
ყველაფერი მოვიგე. მეტს ვერაფერს მოვითხოვ. შესანიშნავი დრო გავატარე. უკან ვიყურები და დიდებული კარიერა მქონდა.
ჩემი მოტივაცია ყოველთვის იყო, რომ ვყოფილიყავი “ბარსელონას” ფეხბურთელი. სხვა გუნდში გადასვლაზე არასდროს მიფიქრია. თუ “ბარსელონა” კონტრაქტს 28 წლის ასაკში არ გამიხანგრძლივებდა, ფეხბურთს თავს მაშინვე დავანებებდი.
2008 წელს “იუვენტუსი” უფრო მეტ ფულს მთავაზობდა, ვიდრე “ბარსა”.
ლაპორტას შეტევაში თამაში უყვარს (იცინის).
დიდი ხანია, არ მილაპარაკია, მაგრამ ლაპარაკი მიყვარს. ეს ძალიან კარგია, ეს შოუს ნაწილია. ხალხი მისმენს.
დღეს ფეხბურთელობის ბოლო დღე მაქვს. ხვალიდან ახალი ადამიანი ვიქნები.
“კამპ ნოუზე” ჩემთვის ადგილია გამოყოფილი. არ ვიცი, ზუსტად სადაა, მაგრამ თამაშებზე სიარულს დავიწყებ. ყველა თამაშს დავესწრები.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • nika 54
    12 ნოე 2022, 14:42

    ისევე, როგორც ჩვენ, ფეხბურთელები, მსაჯებიც თამაშის შემადგენელი ნაწილები არიან. მათ თავიანთი გადაწყვეტილებები უნდა ახსნან. თუ ისინი შეცდნენ და ამას აღიარებენ, დაე ეს საჯაროდ თქვან. თუ მათ რთული გადაწყვეტილების მიღება უწევთ, დაე ახსნან, თუ რატომ. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ მათ გავუგებთ.
    ნამდვილად, ეგება ახსნას მანსანომ რატო მისცა თამაშის დასაწყისშივე ლევანდოვსკის ყვითელი და გოლის დროს ალონსოს წაქცევაზე ვარი-ც კი არ შეუმოწმებია, როცა თითქმის ყველა გოლს თუ საჯარიმოს გარედან არაა გატანილი აუცილებად ამოწმებენ.

  • kanja
    10 ნოე 2022, 16:37

    ეს კარტებს ჯერ არ გახსნის… შებერტყილია… გვაბოლებს : სიხარულით მივდივარო დასასვენებლად… კარიერისტია, თანაც დაუნდობელი…

  • La Pulga10
    10 ნოე 2022, 14:55

    ნეტა ვინ აგინა დედის *ტრაკი მასანოს?

  • Clever liar
    10 ნოე 2022, 12:42

    საინტერესო იყო. მადლობა Writer_ს :))

  • ChuxrELia
    10 ნოე 2022, 12:37

    რაღაცეები გიჟობები თქვა, მაგრამ ფაქტია რომ სერიოზული პროგრესის და ცვლილებების მომხრეა. ეს ისეთ კალიბრზე ავა მალე, რომ ლალიგის პრეზიდენტობასაც გამოკრავს ხელს.

    დასქრინეთ ეს კომენტარი 😎 ისტორიას შემოვუნახოთ წინასწარმეტყველება