კრიშტიანუ რონალდუ არ უარყობს, რომ შეიძლება დადგეს დღე, როდესაც იგი “ლურჯ–ბროწეულისფერ” მაისურს მოირგებს.
მადრიდის “რეალის” “ემბლემამ”, პორტუგალიურ არხ “TVi” – სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: “მე კარი არცერთი გუნდისთვის არ დამიხურავს, მაგრამ თუ ოდესმე “რეალიდან” წასვლა მომიხდა, მინდა, რომ ეს შორეულ მომავალში მოხდეს. არსებობს სხვა უფრო მარტივი ვარიანტებიც, მაგრამ მე ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, კარიერის დასრულებას სწორედ აქ – მადრიდის “რეალში” ვისურვებდი”.
ეს განცხადება პრაქტიკულად იდენტურია იმისა, რაც მან შარშან “Intereconomía TV” – სთან განაცხადა და ფანები აღაშფოთა: “მე “ბარსაში”? დღესდღეობით ჩემი სახლი – “რეალია”, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ. არ ვიცი რა მოხდება მომავალში. ეს არავინ იცის, თუმცა მე “რეალში” სამუდამოდ დარჩენა მსურს”.



