მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”–”ოსასუნა”. მწვრთნელები მატჩის შემდეგ

“ბარსელონა”–”ოსასუნა”. მწვრთნელები მატჩის შემდეგ

 

როგორც მოგეხსენებათ გუშინ, პრიმერა დივიზიონის შეხვედრაში “ბარსელონამ” გაანადგურა “ოსასუნა”, ანგარიშით 8:0. მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს და ისაუბრეს უშუალოდ თამაშზე.

 

“კატალონიელებმა ბოლო წუთებამდე მთელი ძალებით გვეთამაშეს. ისინი ფლობდნენ ბურთს და აკონტროლებდნენ მატჩს. როდესაც “ბარსას” დონის კლუბი ყველა იარაღს იყენებს, მაშინ მისი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია. ასეთ შემთხვევებში როგორც არ უნდა გააძლიერო დაცვა, საკუთარ კარში ოთხ, ხუთ და რვა გოლსაც მიიღებ. “ბლაუგრანამ” უკვე პირველ ტურში დაამტკიცა, რომ ისევ იგივე და უფრო უკეთეს ფორმაშია, ვიდრე შარშან. მათ “ვილიარეალი” 5:0 გაანადგურეს და უშანსოდ დატოვეს, ისევე როგორც ჩვენ დღეს.” –განაცხადა “ოსასუნას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ლუის მენდილიბარმა.

 

“როდესაც შევატყობ, რომ “ბარსას” ფეხბურთელებს თამაში აღარ სურთ, ამას თავად ვიტყვი. როცა დავინახავ, რომ ისინი ცუდად თამაშობენ, აუცილებლად ვაღიარებ. მაგრამ მე აქედან არცერთი არ დამინახავს “მილანთან” და “სოსიედადთან” მატჩებში. უბრალოდ შეიძლება ითქვას, რომ ცუტათი უკეთ ჩავატარეთ დღევანდელი მატჩი, ვიდრე წინები. პირადად ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ვხედავ თუ რა კარგად ატარებს 90 წუთს გუნდი. რაღაც პატარა გამოსასწორებელი ნიუანსები ყოველთვისაა, რომლებსაც აუცილებლად ვაქცევთ ყურადღებას. ამ კვირაში ბევრს სურდა გავეღიზიანებინე, მაგრამ ამაოდ, მათ ეს არ გამოუვიდათ და ეს ახლაც დამტკიცდა.” –ციტირებს ხოსეპ გვარდიოლას სიტყვებს მადრიდული გამოცემა “მარკა”.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში