ბარსელონა ენდრიკისთვის ბრძოლაში პოზიციებს თმობს

ბარსელონა ენდრიკისთვის ბრძოლაში პოზიციებს თმობს

“ბარსელონა” ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავისთვის, ენდრიკისთვის ბრძოლაში პოზიციებს თმობს, რისი მიზეზიც ფინანსებია.

Sport-ის ცნობით ენდრიკისთვის ბრძოლაში სერიოზულად ჩაერთო “პარი სენ-ჟერმენი”, “ბარსელონას” კი არ შეუძლია, უსაზღვრო ფინანსური შესაძლებლობების კლუბს კონკურენცია გაუწიოს.

კატალონიურ კლუბში “პალმეირასის” 16 წლის ცენტრფორვარდი ძალიან მოსწონთ, მაგრამ ფიქრობენ, რომ გრძელვადიანი გეგმის გამო პსჟ-სთან ეკონომიკური დაპირისპირების რესურსი ამჟამად არ არსებობს. საქმე ისაა, რომ ენდრიკი ევროპაში სათამაშოდ სრულწლოვნებამდე, ანუ 2024 წლამდე ვერ გადმოვა, მოსალოდნელია, რომ იმ დროისთვის “ბარსას” ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება, მაგრამ დიდი  ალბათობით ენდრიკის საკითხი მანამდე გადაწყდება.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • basa7
    25 ოქტ 2022, 18:10

    ესეც ვიცოდი, 35 მილიონს ითხოვენ ახლა და გადაიხადე რა ეს დედა აფეთქებული. ვიღაც სულელში გაისვრიან 50 მილიონს მერე ხო ვიცი

  • messiiiiii
    25 ოქტ 2022, 17:02

    ციტატა: ჯიმიბარსა
    ეს ენდრიკი მართლა ტალანტი ჩანს, უბრალოდ არამგონია პსჟ აირჩიოს, ალბათ რეალში გადავა, რეალს ფულიც აქვს და ისტორიაც, ბარსას სამწუხაროდ მხოლოდ ისტორია აქვს ამ ეტაპზე.

    მეც მასე ვფიქრობ რომ იზავს სამწუხაროთ ბრატ.

  • ჯიმიბარსა
    25 ოქტ 2022, 15:14

    ეს ენდრიკი მართლა ტალანტი ჩანს, უბრალოდ არამგონია პსჟ აირჩიოს, ალბათ რეალში გადავა, რეალს ფულიც აქვს და ისტორიაც, ბარსას სამწუხაროდ მხოლოდ ისტორია აქვს ამ ეტაპზე.

  • nika 54
    25 ოქტ 2022, 14:42

    თუ მანამდე არ გადაწყდება მოიცადოს ცოტა, ბატონყმობა ხო არ არის ძალათი გაყიდონ. ეგება მართლა მოვახერხოთ რამე.

  • El pistolero 9
    25 ოქტ 2022, 13:37

    ეს თუ იქ წავიდა და ჩვეულებრივი ჩლუნგი ყოფილა.

  • messiiiiii
    25 ოქტ 2022, 12:15

    ამას იგივე აქვს ნაბაზრი რეალზე, თქვა კიდეც ბრაზილიელები ესპანეთში საუკეთესოდ ცხოვრობენო მერე თქვა ვინიციუსის დონეზე მინდა მივიდეო ამიტომ ბარსა რეალს შორია გააკეთებს ეს არჩევანს.

    ამას და ვინიციუსს ერთი აგენტი ყავთ, ეგ ცუდია ჩევნთვის თან იმ ვირთხებს ბევრი ბრაზილიელი ყავთ გუნდში, დაჟე კასტილიაშიც კი ყავთ 3 ბრაზილიელი.

  • EL MAESTRO 6
    25 ოქტ 2022, 11:14

    რა პსჟ, ბარსელონაში გაფმოსვლას არჩევს თუნდაც ორჯერ მეტი შესთავაზოს პსჟმ მაინც, ბარსა და რეალი როცა გთავაზობს და პსჟს აირჩევ #ლე ხარ და ვსო

  • Barca for life
    25 ოქტ 2022, 11:08

    მე როგორც მახსოვს, ენდრიკმა ადრე თქვა რომ აქ ვინც ცხოვრობს ძირითადად ყველას ბარსა უყვარსო, რონალდინიოს, რონალდოს, რივალდოს, რომარიოს და ნუ ჩვენი ბრაზილიელების გამოო, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით ერთ დღეს ბარსაში აღმოვჩნდები თუ არაო, მარა სურვილი და ოცნება რომ მაქ ეგ უდავოდო, ასე რო მგონია თუ მართლა უნდა აქ მოსვლა როგორც რაფინიასა და კუნდეს შემთხვევაში მოხდა, თავისი სურვილით მოვა აქ და არ გაყვება ფულის გზას, თუ არადა კარგად მეყოლოს, დღეს ტალანტები წიწილებივით იჩეკებიან, ხან ვისზე ამბობენ კაიაო და ხან ვისზე, მერე ზოგი ამართლებს, ზოგიც ვერ, მარა ერთადერთი რაც ბარსამ აღარ უნდა იკადროს არის ასტრონომიული თანხების დახარჯვა რამაც ამ მდგომარეობამდე მოგვყვანა, ხოდა თუ საოცრება მოთხარეს დავიკიდოთ, გამოჩნდება კიდე ვინმე, მითუმეტეს ლა მასია ისე იხოდება რო არაფერია გასაკვირი. მაგარი ბიჭია ენდრიკი თუმცა თავის დროზე დემბელეც მაგარი იყო, კოუც, გრიზმანიც, ტორესიც და ნუ რამდენი ფიასკო განვიცადეთ ზედმეტების გადახდით, ამიტო თუ უნდა მოვა და თუ არადა კარგად ყოფილა რა.