უკვე დიდი ხანია, “ბარსელონას”, გუნდსაც და კლუბსაც არაერთი პრობლემა აქვს. მიმდინარე სეზონის სტარტზე გამოჩნდა, რომ გუნდს ფეხბურთის კარგად თამაში შეუძლია. მათ შორის შეუძლია ისეთ ძლიერ გუნდთანაც, როგორიც “ბაიერნია”. ამ მხრივ კითხვის ნიშნები არ არსებობს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩავის გუნდი პრობლემებით არაა დამძიმებული, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პრობლემების მიუხედავად გუნდს თამაში შეუძლია. შეუძლია, მაგრამ ბოლო დროს ვერ თამაშობს.
ჩავიც აღნიშნავს და ისედაც მარტივი შესამჩნევია, რომ პრობლემათა შორის უმთავრესი ფსიქოლოგიურია. მართლაც ძნელია, როდესაც ხელებჩამოშვებულ კაპიტანს ხედავ, ძველებური შემართებით ითამაშო. ძნელია, მაგრამ სხვა გზა არაა! ჩვენი დღევანდელი კაპიტანი ლიდერის თვისებებით არც არასდროს გამოირჩეოდა და დღევანდელი მდგომარეობა არა მისი, არამედ სხვა უკუღმართობების ბრალია.
გუნდის მთავარი პრობლემა ფსიქოლოგიურია. მსგავსი პრობლემის დაძლევის მთავარი გზა მოგებების გადაბმაა. ამისთვის კი კარგი შანსი გვეძლევა. მომდევნო 3 თამაში “კამპ ნოუზე” გველის, თან სამივე ძლიერ მეტოქესთან – ჯერ “ვილიარეალი”, შემდეგ “ბილბაო” და ბოლოს “ბაიერნი”. სამი საშინაო მოგების გადაბმა გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გარანტირებულად გამოასწორებს. მაგრამ სამი საშინაო მოგების გადაბმა მარტივი სათქმელია…
სათამაშო ფორმა
არც “ბარსელონას” და არც სხვა გულშემატკივრებს არ ესწავლებათ, თუ რა ცუდ დღეშია “ბარსა”. ბოლო ორ მნიშვნელოვან მატჩში ერთი ფრე და ერთიც მარცხი და ზოგადად სანაკრებო პაუზის შემდეგ უკიდურესად გაუარესებული თამაშის ხარისხი.
“ვილიარეალის” საქმე პირიქითაა – უნაი ემერის გუნდს ლა ლიგის 4 თამაშში მხოლოდ 2 ქულა ჰქონდა აღებული, მაგრამ ბოლო მატჩი მოიგო. თუ ევროპა ლიგასაც ჩავთვლით, სანაკრებო პაუზის შემდეგ “ვილიარეალმა” 5 თამაშიდან 3 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 1 დათმო. მთავარი კი ისაა, რომ ამ 5 მატჩში “ყვითელმა წყალქვეშა ნავმა” მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. “ბარსელონას” მიერ “კლასიკოში” 3 გოლის გაშვების შემდეგ ლა ლიგაში სტატისტიკურად საუკეთესო დაცვა სწორედ “ვილიარეალს” ჰყავს – 9 თამაშში გაშვებული მხოლოდ 3 გოლი.
დანაკლისი
დანაკლისი ორივე გუნდს აქვს.
“ბარსელონას” ჟიულ კუნდეს შემდეგ ექტორ ბელერინიც დაუბრუნდა, მაგრამ კატალონიელთა ლაზარეთში რონალდ არაუხო, მემფის დეპაი და ანდრეას კრისტენსენი რჩებიან.
სტუმრებს თამაში ფრანსის კოკლენის, ხუან ფოიტისა და ჟერარ მორენოს გარეშე მოუწევთ. კიკო ფემენიასა და ჯოვანი ლო სელსოს მოედანზე ხილვა კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს ნიშნავს, რომ ვალენსიელებს პრობლემები დაცვის მარჯვენა და ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე ექნებათ.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდებს შორის აქამდე მხოლოდ 50 თამაშია ჩატარებული, რომელთაგან 30 “ბარსამ” მოიგო, 10 “ვილიარეალმა”, ხოლო 10 ფრედ დასრულდა. კატალონიელებმა გაიტანეს 103 და გაუშვეს 59 გოლი.
გასულ სეზონამდე “ბარსას” ამ მეტოქესთან 27-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, მაგრამ ეს წარმატებული სვლა საკუთარ კედლებში 0-2 მარცხით დასრულდა. საინტერესოა, რომ 2007 წლის შემდეგ “ვილიარეალს” “ბარსა” ორჯერ ჰყავს დამარცხებული და ორივეჯერ “კამპ ნოუზე”.
კატალონიაში სულ გამართული 25 დაპირისპირებიდან 17 მასპინძლებმა მოიგეს, 4 სტუმრებმა, ხოლო ოთხიც ფრედ დასრულდა. წინა სეზონში წაგებამდე “ბარსას” საკუთარ კედლებში ზედიზედ 11 მოგება ჰქონდა.
არბიტრი
რთული სათქმელია, ვინ უფრო ცუდად გამოიყურება ბოლო დროს – “ბარსელონა”, თუ კატალონიური გუნდის თამაშების მსაჯები. ფაქტია, რომ არბიტრები “ბლაუგრანას” ფეხბურთელებს სერიოზულ კონკურენციას უწევენ.
თუ ჩემპიონთა ლიგის მატჩების მაგალითებით გვეგონა, რომ ერთ არაპროფესიონალ ნიდერლანდელს ვყავდით ამოჩემებული, ბოლო მატჩმა გამოაჩინა, რომ არც ესპანელი არბიტრები იკლავენ თავს სამართლიანი მსაჯობით. ან როდის იკლავდნენ?
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით “ბარსელონასა” და “ვილიარეალის” დაპირისპირებას კარლოს დელ სერო გრანდე განსჯის.
დელ სერო 46 წლისაა. მან მსაჯობა 2000 წელს დაიწყო, 2006 წელს სეგუნდა დივიზიონში დაწინაურდა, 2011 წელს კი პრიმერაში. FIFA-ს არბიტრი ის 2013 წელს გახდა.
კარიერის განმავლობაში დელ სერო გრანდე თამაშში საშუალოდ 26.6 ჯარიმასა და 0.33 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.8 ყვითელ და 0.2 წითელ ბარათს უჩვენებს.
“ბარსელონას” მატჩში დელ სეროს 40-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებმა შეხვედრების 80% მოიგეს, რაც ამ მსაჯის კარიერაში ყველაზე მაღალი შედეგია. 32 მოგების გარდა “ბლაუგრანას” 5 ფრე და 3 მარცხი აქვს.
ამ 40 თამაშში დელ სერომ მოედნიდან 11 ფეხბურთელი გააძევა, 5 “ბარსელონასი” და 6 მეტოქის. 8 თერთმეტმეტრიანიდან კი 6 “ბარსას” სასარგებლოდ დაინიშნა.
“ვილიარეალის” მატჩში ამ არბიტრს 27-ჯერ უმსაჯია. “ყვითელ წყალქვეშა ნავს” 12 მოგება, 7 ფრე და 8 მარცხი აქვს. 6 წითელი ბარათიდან 4 ვალენსიელებმა მიიღეს, 8 თერთმეტმეტრიანიდან კი 5 მათ სასარგებლოდ დაინიშნა.
არ უნდა დავივიწყოთ ვიდეორეფერი. ბოლო მატჩებში მთავარი მსაჯები კი ცდებიან ხოლმე, მაგრამ VAR-ის ოთხში მყოფი პირები თითქოს განზრახ იბრმავებენ თავს. “ვილიარეალთან” მატჩში ვიდეორეფერი სანტიაგო ხაიმე ლატრე იქნება. “ბარსას” 15 მატჩში მას მხოლოდ 2 თერთმეტმეტრიანი აქვს დანიშნული, “ვილიარეალის” 16 მატჩში კი ერთადერთი. ასე რომ, თერთმეტმეტრიანის მოლოდინი არც ხვალ უნდა გვქონდეს.
სტატისტიკა
- “ბარსელონას” ლა ლიგის ბოლო 4 საშინაო შეხვედრაში გოლი არ გაუშვია;
- “ვილიარეალს” ლა ლიგის ბოლო 4 გასვლით შეხვედრაში გოლი არ გაუტანია;
- ლა ლიგაში “ვილიარეალის” ბოლო 5 გასვლით შეხვედრაში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
- “ბარსელონამ” ლა ლიგის ბოლო 7 საშინაო თამაშიდან ხუთში პირველი ტაიმიც მოიგო და მთლიანი შეხვედრაც;
- “ბარსელონამ” ლა ლიგის ბოლო 3 საშინაო თამაში მოიგო;
- “ვილიარეალმა” ბოლო 5 თამაშში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა;
- “ბარსელონა” “ვილიარეალთან” გამართულ ბოლო 3 თამაშში კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
- ამ გუნდების ბოლო 7 თამაშიდან ექვსში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- ამ გუნდების ბოლო 7 თამაშიდან ხუთში გოლი ორივეს გაჰქონდა;
- ამ გუნდების ბოლო 10 თამაშიდან რვაში ანგარიშის გახსნა “ბარსელონამ” მოახერხა;
- ამ გუნდების ბოლო 9 თამაშიდან შვიდში პირველი ტაიმი “ბარსელონამ” მოიგო;
- ამ გუნდების ბოლო 5 თამაშიდან ოთხში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- “ბარსელონას” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
- “ვილიარეალის” ბოლო 7 თამაშიდან ექვსში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
- “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშიდან ხუთში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.5 ანიჭებენ, რაც მოგების 67%-იან შანსს უდრის, მაგრამ “ბარსა” ასეთი თამაშების 81%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, გარსია, ალონსო, დე იონგი, პედრი, გავი, დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი.
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბელერინი, კუნდე, გარსია, ალბა, დე იონგი, გავი, პედრი, ტორესი, ლევანდოვსკი, ფატი.
AS
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, გარსია, ალბა, დე იონგი, პედრი, გავი, ტორესი, ლევანდოვსკი, ფატი.
პროგნოზი
- WhoScored: 2-0
- Sportsmole: 2-1
- Goal: 3-1
- Sportskeeda: 3-1
ახლა ვილიარეალთან თამაშის წინ იმაზე ფიქრი მსაჯი რას იზავს მართლა სირცხვილია. არც კი მინდა იმის გაფიქრება რომ მსაჯის ერთი გინდა ორი შეცდომის გამო შეიძლება ვილიარეალთან წავაგოთ.