ბაიერნის გულშემატკივრების წარმომადგენელი ლევანდოვსკიზე: ადამიანი ხასიათის გარეშე

ბაიერნის გულშემატკივრების წარმომადგენელი ლევანდოვსკიზე: ადამიანი ხასიათის გარეშე

როგორც ჩანს, “ბაიერნის” გულშემატკივრების ნაწილი რობერტ ლევანდოვსკის მიუნხენური გუნდიდან “ბარსელონაში” გადმოსვლას ისევ ვერ ინელებს.

ცოტა ხნის წინ “ბაიერნის” გენერალური ასამბლეა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა კლუბის წევრებმა, ანუ გულშემატკივრებმა მიიღეს. ერთ-ერთ საკითხად რობერტ ლევანდოვსკისთვის, როგორც გუნდის ლეგენდისთვის გამოსამშვიდობებელი ღონისძიების გამართვა განიხილეს.

ესპანური Sport პოლონურ TVP Sport-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ “ბაიერნის” გულშემატკივრების წარმომადგენელმა, დიტერ მარქსმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა:

ლევანდოვსკი არის ადამიანი ხასიათის გარეშე. კლუბი ასე არ უნდა დატოვო. კარიერის დასრულების შემდეგ მას გამოსამშვიდობებელი თამაში არ უნდა მოვუწყოთ. ის არც ჩვენს დიდების დარბაზში უნდა იყოს.

დიტერ მარქსის სიტყვები არ მოეწონათ მათ, ვისაც თავად მარქსი წარმოადგენს. მის გამოსვლას დამსწრე გულშემატკივრების უმრავლესობისგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

ლევანდოვსკის დაცვა გადაწყვიტა “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა:

უნდა გავიგოთ, რომ 34 წლის ასაკში რობერტმა ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა გადაწყვიტა. მინდა, ეს შანსი გამოვიყენო და მადლობა გადავუხადო ფანტასტიკურ მოთამაშეს, რომელიც “ბაიერნში” ნამდვილი მანქანა იყო. მადლობა მას დიდი მიღწევებისთვის და ყველაფრისთვის, რაც კლუბისთვის გააკეთა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • me da barca
    19 ოქტ 2022, 23:16

    მარქსისგან უკეთესს რას უნდა ელოდო. ენგელსიც დაუყენეთ გვერდში, ლენინი წამოვაყენოთ მავზოლიუმიდან და ეგაა.

  • nika 54
    19 ოქტ 2022, 22:01

    ერთი სიტყვით გერმანელი ნაცები.

  • Aroni
    19 ოქტ 2022, 17:02

    ავლენენ გერმანელბი თავის გენეტიკას ახლო წარსულიდან

  • El pistolero 9
    19 ოქტ 2022, 13:35

    ამათი გამკვირვებია კიდე აქეთ რაღა აწუწუნებთ. ლიგაზე უკვე გავიდნენ ჯგუფიდან. ბუნდესლიგას ისედაც მოიგებენ სულ რო სათადარიგო შემადგენლობით ითამაშონ და რაუნდათ

  • NowitzkyDirk
    19 ოქტ 2022, 11:32

    ბაიერნის გულშემატკივარი ვარ 21 წელია, მაგრად მეწყინა მისი წასვლა, მითუმეტეს ამ სახით, უბრალოდ გაიქცა გუნდიდან, თითქოს საშინელ გარემოში უწევდა თამაში, შეიძლება კლუბის ხემძღვანელობასთან მართალი იყოს, მთელი სეზონი ჰოლანდს უქიცინებდნენ უკანალებს, პარალელურად ამას არ სთავაზობდნენ ახალ კონტრაქტს, დააგვიანა კანმაც და შეცდომაში შეიყვანა ნაგელსმანმაც ყველა რომ თურმე უცხრიანოდ უკეთესად და უფრო მრავალფეროვნად შეუტევდნენ, მაგრამ მტყუანია გულშემატკივრებთან, ლამის შიმშილი დაიწყო გამიშვით გუნდიდანო, ფორმა ძაან არასწორო იყო, საერთო ჯამში ორივე მხარე დამნაშავეა დღეს რო პოლონელი ბარსასთვის უტევს, მაგრამ იმას ვერ დავივიწყებთ რაც ბაიერნში შექმნა, ბოლო დეკადის საუკეთესო ცხრიანია, მის გარეშე ვერ იქნებოდა ბაიერნი ისეთი გამორჩეული და სტაბილური, ასე რომ დაფასებას და ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს. 2020-ში და 2022-ში ულაპარაკოდ საუკეთესო ფეხბურთელი იყო, რომ არა მესის ასჯელ უფრო დიდი ცნობადობა და გავლენა, იგივე მიხწევებით ბარსაში აუცილებლად მოიგებდა ზედიზედ ორ ოქროს ბურთს, შარშან როცა მესის მისცეს კოპას გამო, შეგახსენებთ რომ ლევანდოვსკიმ 69 გოლი და 14 ასისტი ჩაიწერა, 83 გოლი შექმნა, წარმოუდგენელი ციფრია. კრისტიანო რონალდოს კარიერაში საუკეთესო სეზონში ქონდა 69 გოლი და რათქმაუნდა აიღო ოქროს ბურთი. 🙂 მოუყვანეთ ამ კაცს მიულერის ტიპის მოაზროვნე გუნდში და ჩემპიონთა ლიგის ერთერთი მთავარი ფავორიტები იქნებით მომავალ წელს, მასზზე უფრო სრულყოფილი ცხრიანი დღეს არ არსებობს, ჰოლანდიც კი ისეთი მკვლელი ვერაა თავით თამაშში როგორც ლევანდოვსკი, პასიც პოლონელს უკეთესი აქვს.

  • Hyperion
    19 ოქტ 2022, 11:27

    უმადური სლეები