მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-ინტერი – მსაჯი ცნობილია

ბარსელონა-ინტერი – მსაჯი ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მსაჯები ცნობილია. UEFA-ს გადაწყვეტილებით “ბარსელონასა” და “ინტერის” დაპირისპირებას პოლონელი შიმონ მარცინიაკი განსჯის.

მარცინიაკი 41 წლისაა. ის უკვე 20 წელია, მსაჯობს, 2011 წლიდან კი FIFA-ს არბიტრია.

კარიერის განმავლობაში საერთაშორისო მატჩებში პოლონელი თამაშში საშუალოდ 26.8 ჯარიმასა და 0.5 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4 ყვითელ და 0.2 წითელ ბარათს უჩვენებს.

“ბარსელონას” მარცინიაკის მიერ განსჯილი 4 თამაშიდან კარგი მოგონებები ნამდვილად არ აქვს, თუმცა ეს კატალონიელებმა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. 2017 წელს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “ბარსა” “პარი სენ-ჟერმენთან” სტუმრად 0-4 განადგურდა. იმავე ტურნირის მომდევნო ეტაპზე კატალონიელები უკვე “იუვენტუსთან” დამარცხდნენ, 0-3. შემდეგ იყო “ინტერთან” სტუმრად ფრე 1-1 და “ლიონის” ანგარიშით 5-1 განადგურება.

ამ 4 მატჩში მარცინიაკს წითელი ბარათი არ უჩვენებია, თერთმეტმეტრიანი კი ერთხელ დანიშნა – “ბარსა”-“ლიონის” მატჩში, მასპინძელთა სასარგებლოდ.

“ინტერს” მარცინიაკის მიერ განსჯილ შეხვედრებში, “ბარსასთან” ხსენებული ფრის გარდა, 2 მოგება და 2 ფრე აქვს. წითელი ბარათი პოლონელს არც მილანელთა დაპირისპირებებში უჩვენებია და პენალტიც მხოლოდ ერთი დანიშნა, “ინტერის” კარში.

რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას, ვიდეორეფერის – ამ პოზიციაზე ასევე პოლონელი ტომაშ კვიატკოვსკია დანიშნული. მას არც “ბარსელონას” და არც “ინტერის” მატჩში არ უმსაჯია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (23)

  • jack slater
    schedule 29 აპრ 2025, 12:13

    Nabozvari ბაყაყების ჭამია რატო დანიშნეს ბლიად.

  • Bakero
    schedule 29 აპრ 2025, 01:10

    ციტატა: Barca1980

    ციტატა: Vamsdreini.1
    U19 ტრაბზონსპორს აპობს ფინალში, 2-0 არის და მესამე გოლი პატარა თამაშგარეს გამო გააუქმეს, იამალმა რომ ბენფიკას გაუტანა დაახლოებით ეგეთი გოლი გაიტანა ხუან ერნანდესმა. თან პირველი ტაიმი ახლა დამთავრდა. სილქ უნივერსალზე არის თამაში.

    კუენკა რა მაგარი ბიჭია, ძალიან მაგრა თამაშობს და ამ ალბასაც არაფერი დაეწუნება , მშვენიერი 9 ნომერია.

    კი კუენკა " პრედსეზონკაზე " კარგი იყო აშკარად ჯობდა სერხი დომინგესს მერე ათამაშეს ლიგაზე მგონი და გამოჩნდა რომ ფიზიკურად ძალიან სუსტია დიდებში ისე პასი აქვს ძალიან მაგარი და თან ცაციაა

  • me da barca
    schedule 28 აპრ 2025, 23:54

    ნამეტანი დაბალ კოეფიციენტს აძლევენ ბარსას ინტერთან და არ მომწონს ეგ ამბავი.