კატალონიური ’’ბარსელონას’’ მთავარი მწვრთნელი , ხოსეპ გუარდიოლა დაინტერესებულია ინგლისური ’’ჩელსის’’ ახალგაზრდა ბრაზილიელი მცველის, დავიდ ლუისის შეძენით , იუწყება “caughtoffside”.
ესპანური ’’ბარსელონას’’ მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ბრაზილიელი მცველით ის თავისი გუნდის დაცვას კიდევ გააძლიერებს. ერიკ აბიდალი და კარლეს პუიოლი უკვე ახალგაზრდები აღარ არიან და რა თქმა უნდა მათ შემცვლელები სჭირდებათ თავიანთ პოზიციაზე.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ’’ბარსას’’ მცველი ხერარდ პიკე ტრამვირებულია, ხოლო კაპიტანს ახლახან დართეს თამაშის ნება.



