რონალდ არაუხოს ოპერაციამ იმდენად კარგად ჩაიარა, რომ ურუგვაელს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსები გაუჩნდა.
Sport-ის ცნობით ოპერაციის შემდეგ ქირურგმა ლასე ლემპაინენმა არაუხოს კარგი ამბავი გააგებინა – ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა და გამოჯანმრთელების პროცესიც წარმატებული უნდა იყოს.
კატალონიური მედიის ინფორმაციით არაუხოს იმედი აქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს. მისი მკურნალობის ვადად 2-3 თვეა დადგენილი, მუნდიალი კი 2 თვეზე ნაკლებ დროში იწყება. თუმცა ურუგვაელი ფიზიკურად ძლიერია და გამორიცხული არაფერია. ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიეგო ალონსო კი აცხადებს, რომ ის მზადაა, “ბარსელონას” მცველს ბოლომდე დაელოდოს.
იმავე წყაროს ცნობით არაუხო არ განიხილავს ვარიანტს, რომ მოვლენები დააჩქაროს და ჯანმრთელობა გარისკოს. ის ითამაშებს მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად გამოჯანმრთელებული იქნება.



ეს რა ნადირი გვყავს რა ❤️ მომავალი კაპიტანია მჯერა რო ეს და კუნდე თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დაცვის დუეტს შემოგვთავაზებენ ყველაზე კარგი კი ის არის რომ ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა და თან როგორც გაირკვა ეს ტრავმა მის საფეხბურთო კარიერას ხელს არ შეუშლის და ისევ ისე ითამაშებს როგორც ადრე❤️მთავარია ახლა დააცადოს და მსოფლიოზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდეს თუ ტრავმისგან სრულიად იქნება განკურნებული. ძალიან მაგარი ბიჭია და ამას პირველი დღიდან ამტკიცებს❤️ წარმატებები და მალე გამოჯანმრთელება არაუხოს ❤️
ეს ისეთი ნადირია რომ მოსალოდნელზე მალე მოვა ჯანზე, კლასიკოში ხელმოტეხულმა ზდია ვინისიუსს, წინა წელს თამაშის მიმდინარეობისას ისე მოჩეხეს რომ მეგონა ვსო ფეხი მოტყდათქო, კადრი არ იყო გადასული და მეტოქის საჯარიმოში დრიბლინგობდა, მოკლედ ჯანმრთელად იყოს რაც მთავარია და მთელი კარიერა წინ აქვს
" მისი მკურნალობის ვადად 2-3 თვეა დადგენილი, მუნდიალი კი 2 თვეზე ნაკლებ დროში იწყება. თუმცა ურუგვაელი ფიზიკურად ძლიერია და გამორიცხული არაფერია."
თუ 2-3 თვე აქვს დადგენილი 2 თვეზე ადრე როგორ დაბრუნდება, რო მსოფლიოზე ითამაშოს და უმტიტის გზას გაუყვეს? ის მსოფლიოს ჩემპიონი მაინც გახდა და ურუგვაი რას აპირებს, ვითომ ჩემპიონობას უმიზნებს?
სანამ სრულად არ გამოჯანმრთელდება ჯობია ნაკრებზე ფიქრს თავი დაანებოს, ერთი მხეცი უკვე დავკარგეთ და ახლა მეორესაც ნუ მიაყოლებენ თუ ტვინი აქვთ.
აგერ ნახეთ ეს თუ მალე არ დაბრუნდეს როგორც სულ იწერება არაუხო 1 თვეს ტოვებსო და მეორე მატჩისთვის უკვე მზად იყო😄😄😄 ძლიერი ორგანიზმი რომ აქვს იმიტომ ვამბობ ამას და ასე იქნება ეს 3 კვირაში თუ არ დაბრუნდეს
ითამაშებს და უმტიტივით უყურებს მერე ფეხბურთს სკამიდან
აი ნამდვილი პროფესიონალი არა უმტიტი იყო მსოფლიოს გულისთვის კარიერა დაინგრია
ჯანზე იყოს და კარგად იყოს
Იმედია აქვს კიარა, 95 % ითამაშებს, აქ აფეხეს ტრაური თორემ, მიტომ გაიკეთა ოპერაცია რომ ასე მერი შანსი აქვს მსოფლიო ითამაშოს რეალურად