ეკონომიკურ საკითხებში “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი ედუარდ რომეუ კატალონიის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში კლუბის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს, აცხადებს, რომ “ბარსა” ძველ ფინანსურ სიმძლავრეს 5 წლის ვადაში დაიბრუნებს და არც ლეო მესის პოტენციურ დაბრუნებაზე ლაპარაკს ერიდება.
მესის დაბრუნება ეკონომიკურად შესაძლებელია, რადგან თუ ეს მოხდა, ლეო უფასოდა დაგვიბრუნდება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ტექნიკური გადაწყვეტილება იქნება, რომელიც თავად ფეხბურთელმაც უნდა მიიღოს.
ჩვენ სტრუქტურა სრულად შევცვალეთ. გვყავდა ფეხბურთელები, რომელთა ხელფასებიც საბაზრო სტანდარტებს სცილდებოდა და დიდი შემადგენლობა. ახლა კი გვყავს მაღალი დონისა და დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელები, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.
მატეუ ალემანის შესანიშნავი მუშაობის შედეგად სახელფასო ხარჯი 150 მილიონ ევროზე მეტით შემცირდა, თუმცა კიდევ უფრო მეტი იყო საჭირო.
“ბარსელონა” გადავარჩინეთ, მაგრამ ფინანსურად ჯანსაღი ორგანიზაცია ჯერ კიდევ არ გვაქვს. ამისთვის კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო. “ბარსელონა” ფინანსურად ჯანმრთელი 5 წელიწადში იქნება.
შენარჩუნებული ფეხბურთელების შემთხვევაში იყო ხელფასების შემცირებაც, გადავადებაც, ცოტ-ცოტა ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან დიდ რიცხვებზე ვართ.
ზამთარში ფეხბურთელების შესაძენად რესურსი გვაქვს, თუმცა ზაფხულში ძალიან ვიაქტიურეთ და კონკრეტულ შემთხვევას მხოლოდ მაშინ შევისწავლით, თუ ეს საჭირო იქნება.
სანამ ლაპორტა-პიკეს ინტრიგებია გუნდში…მესი არ დაბრუნდება.
დიდი ალბათობით არც სხვა სიტუაციაში.
რანაირად? ალვესის მსგავს ხელფასს დაუნიშნავთ? თუ დე იონგი მოიკლებს ცოდოა ლეოო!
პიკე და ალბა თუ წავიდნენ საკმარისი იქნება. ფრენკიც შეიმცირებს
" მესის დაბრუნება ეკონომიკურად შესაძლებელია"
რანაირად? ალვესის მსგავს ხელფასს დაუნიშნავთ? თუ დე იონგი მოიკლებს ცოდოა ლეოო!
ნუ ვიდარდებთ, მეფე თავისი ფეხით მოვა! აუცილებლად დაბრუნდება მის სახლში!
კლუბის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის მაგაზე უკეთესი, ნაკლებხარჯიანი, ნაკლებრისკიანი, უფრო ოპტიმალური გზა თუ იცი (და თან ისე, რომ შემადგენლობაც ღრმა და სოლიდური ჰყავდეს გუნდს), გაგვიზიარე, მე მართლა მაინტერესებს.
ნუუუ, გინდ იქიდან მოუარე, გინდ აქედან უნდა ითქვას რო რაც ამათმა ქნეს გუნდის გადარჩენა არ არის, უბრალოდ ფსონია უახლოეს მომავალში წარმატებაზე, რომელიც შეიძლება კარგი ფსონია, მაგრამ ლაპორტას გუნდს, ალემანის გარდა, ნაღდად არ ეტყობოდა, რომ იცოდნენ რასაც აკეთებდნენ და რომ გეგმა ჰქონდათ. რაღაცეების გაყიდვა და ამით ბიუჯეტის დაბალანსება არის უპრიმიტიულესი გამოსავალი და ამის უარყოფა არის თავის მოტყუება.
ათასჯერ მაინც ვთქვი ამათი უაზრო ლაპარაკის და პოლიტიკის გამო აღარ ავიშლი ნერვებს თქო ,მაგრამ გაცდის ვინმე?
მესი კი არ უნდა გაეშვათ და ეხლა იყოს ყოვლად უსაგნო საუბრები მის დაბრუნება არდაბრუნების შესახებ,აი მაგ " დიდი მომავლის" და " დიდი " დონის" ფეხბურთელებისთვის უნდა ესწავლებინა და გადაეცა ის ,რაც თავად დააგროვა წლებია ბარსელონაში.გუნდურობა,ერთ სულობა,ბარსას სტილი, მეგობრობა, გუნდის სიყვარული და ერთგულება.
რა ვიცი ,რა ვიცი,თუ თქვენ ყველა კმაყოფილიხართ დღევანდელი სიტუაციით და ხელები ამიწევია.ვიღაც ხუანი გამოდის და მსჯელობს,იცით რაა ,აი მესიი ….
ერთი ადგილი დაუკოცნეთ ,მაგ თქვენ გათვლილ და დათვლილ და ბიუჯეტშემცირებულ ( ვითომ) ბარსელონაში რომ დაბრუნდეს,იმის მერე რაც გაუკეთეთ.
ყოფილი არ უნდა დაიბრუნო ზოგადად, მარა მესი გამონაკლისია.
მესი რო დაბრუნდეს და მაგის გამო სეზონი რო ჩავაგდოთ რაღაც სასწაულები დაგვემართოს და ა.შ. მაინც გამართლებული იქნება მაგის მოყვანა, რადგან ფინანსური თვალსაზრისით სადაც პსჟ-ს მოუტანა 750 მილიონი, იქ ბარსაში უფრო მეტს მოიტანს და სიტყვაზე ჩაგდებული სეზონის მერე რო გავუშვათ, აი იმ 700+ მილიონად თუნდაც მაგის ნახევარიც რო ავიღოთ, მინ. 5 უმაღლესი დონის ტრანსფერს დავდებთ.
ხოლო რო დაბრუნდეს, ლევანასთან ერთად უკლასნესი დუო შექმნას და თან მოგება მოგვიტანოს ხო საერთოდ დაგვაკვდება, ამიტო რო იძახით მესი არ გვინდაო უყურეთ იდიოტ დემბელეებს, ტორესებს, ლაზარეთა ფატებს და უკლასო დეპაიებს, ეგენი შუაზეც რო გაიხნენ მესი მაინც ყველას ერთად აღებულს აჯობებს და მაგას ფინანსური მოგება რო დაამატო საერთოდ დაუფიქრებლად უნდა ვეხვეწოთ წლის ბოლომდე რო დაგვიბრუნდეს.
ოპააა რეალის კოშმარი ბუდეში ბრუნდებააა
1 წელი მესი მართლა შეიძლება…
მარკეტინგულად საოცარი შემოსავალი იქნება, 15-20 ლამაზ თამაშს მაინც ითამაშებს. აი მისი დონის ჯადოქრობით 🙂
მაგრამ ხავის სიტყვაა მნიშვნელოვანი რამდენად ხედავს გუნდურ პრესინგსა და გუნდური დაცვის ტაქტიკურ მონახაზში
ყველაზე სამართლიანი და ჭკვიანური იქნება მესის დაბრუნება!