ბარსელონელების სანაკრებო განრიგი

ბარსელონელების სანაკრებო განრიგი

სანაკრებო პაუზა დაიწყო და “ბარსელონა” დაახლოებით ორი კვირით ისვენებს. თუ რამდენად მოიმატა “ბლაუგრანას” ფეხბურთელების საერთო დონემ გასულ ზაფხულში, ერთი ფაქტითაც დასტურდება – ნაკრებებში 18 ფეხბურთელია გამოძახებული, მათ შორისაა ათივე ლეგიონერი, გუნდში მხოლოდ 6 მოთამაშე რჩება და ყველა ესპანელი.

თუ გუნდში ლეგიონერი მოგყავს, ის უმაღლესი დონის უნდა იყოს. “ბარსელონაში” ეს პრინციპი კარგად მუშაობს, რადგან 10 ლეგიონერიდან ყველა საკუთარი ნაკრების წევრია.

მომდევნო დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ჩავის განკარგულებაში მხოლოდ 6 ფეხბურთელი იქნება: ექტორ ბელერინი, მარკოს ალონსო, ანსუ ფატი, ჟერარ პიკე, ინიაკი პენია და სერჟი რობერტო. მსოფლიო ჩემპიონატისთვის ეს სია, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს.

გთავაზობთ ინფორმაციას “ბარსელონელების” სანაკრებო თამაშების შესახებ.

ესპანეთის ნაკრები

ჟორდი ალბა, ერიკ გარსია, სერხიო ბუსკეტსი, გავი, პედრი, ფერან ტორესი

  • 24 სექტემბერი, ესპანეთი-შვეიცარია
  • 27 სექტემბერი, პორტუგალია-ესპანეთი

ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები

ალეხანდრო ბალდე, არნაუ ტენასი

  • 23 სექტემბერი, რუმინეთი-ესპანეთი
  • 27 სექტემბერი, ნორვეგია

საფრანგეთის ნაკრები

უსმან დემბელე, ჟიულ კუნდე

  • 22 სექტემბერი, საფრანგეთი-ავსტრია
  • 25 სექტემბერი, დანია-საფრანგეთი

ნიდერლანდების ნაკრები

ფრენკი დე იონგი, მემფის დეპაი

  • 22 სექტემბერი, პოლონეთი-ნიდერლანდები
  • 25 სექტემბერი, ნიდერლანდები-ბელგია

პოლონეთის ნაკრები

რობერტ ლევანდოვსკი

  • 22 სექტემბერი, პოლონეთი-ნიდერლანდები
  • 25 სექტემბერი, უელსი-პოლონეთი

დანიის ნაკრები

ანდრეას კრისტენსენი

  • 22 სექტემბერი, ხორვატია-დანია
  • 25 სექტემბერი, დანია-საფრანგეთი

ურუგვაის ნაკრები

რონალდ არაუხო

  • 23 სექტემბერი, ირანი-ურუგვაი
  • 27 სექტემბერი, კანადა-ურუგვაი

ბრაზილიის ნაკრები

რაფინია

  • 23 სექტემბერი, ბრაზილია-განა
  • 27 სექტემბერი, ბრაზილია-ტუნისი

კოდ-დ’ივუარის ნაკრები

ფრანკ კესიე

  • 24 სექტემბერი, კოტ დ’ივუარი-ტოგო
  • 27 სექტემბერი, კოტ დ’ივუარი-გვინეა

გერმანიის ნაკრები

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

  • 23 სექტემბერი, გერმანია-უნგრეთი
  • 26 სექტემბერი, ინგლისი-გერმანია

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • Ko Ke
    20 სექ 2022, 17:21

    Წესით ტერ შტეგენს ვიხილავთ გერმანიის ᲫიᲠᲘᲗᲐᲓში

  • nika 54
    19 სექ 2022, 15:32

    წესით შტეგენი უნდა დააყენოს გერმანიამ ნოიერის მაგივრად. უფრო სამართლიანი იქნება.

  • CHEPE24
    19 სექ 2022, 12:12

    უნგრეთი კიდე ამოსდებს ნემცებს😄😄😄

  • ბართომეუს ბოტი
    19 სექ 2022, 11:50

    იშვიათად აღნიშნავენ ხოლმე, მაგრამ ერიკი ძაან კარგი ბიჭია, ძაან. ჭკვიანია რაც მთავარია. სტაბილურობა აკლია, მაგრამ მგონია, რომ ასაკთან ერთად მოვა ეგეც