დღევანდელი მატჩი ჩავისთვის რიგით 112-ე იქნება ჩემპიონთა ლიგაში და ამ მაჩვენებლით ის ტიერი ანრის გადაუსწრებს.
“ბარსელონას” ფეხბურთელმა შესაძლოა, დღეს მეშვიდე ადგილი დაიკავოს იმ ფეხბურთელთა სიაში, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე ბევრჯერ აქვთ ჩატარებული თამაში. პირველ ადგილზე რაულ გონსალესია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის 142 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. კატალონიელი მხოლოდ გაზრდის სხვაობას უახლოვეს მადევრებთან, ვინაიდან მათ ან დაასრულეს ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა, ან კი საერთოდ ჩამოკიდეს ბუცები ლურსმანზე.
თუ ჩავი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ყველა შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, მას ჯამში 125 მატჩი დაუგროვდება. ამ მაჩვენებლით ის რეიტინგს აიმაღლებს, ვინაიდან პოლ სქოულზმა კარიერა დაასრულა, ხოლო რობერტო კარლოსი აღარ მონაწილეობს აღნიშნულ ტურნირში. ჩავის “ბარსასთან” კონტრაქტი 2016 წელს ეწურება, ეს კი მას საკუთარი რეკორდების გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს.



