დღეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეა და მოსალოდნელია, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდი “ბარსელონა” იქნება. კატალონიური კლუბი გეგმავს ფეხბურთელების როგორც დამატებას, ასევე გუნდიდან გაშვებას.
ამ სიახლეში შემოგთავაზებთ ყველა მეტნაკლებად სანდო სატრანსფერო სიახლეს, რომელიც დღის განმავლობაში გავრცელდება.
- 02:19 – “ბარსელონა” მარკოს ალონსოს ლა ლიგაში ხვალ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაარეგისტრირებს [Relevo]
- 02:12 – “ბარსელონამ” ექტორ ბელერინის ტრანსფერი დაადასტურა
- 02:00 – სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა
- 01:59 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” ექტორ ბელერინი ლა ლიგაში დაარეგისტრირა
- 01:58 – ლა ლიგის ცნობით ბელერინისა და მარკოს ალონსოს ტრანსფერებში ყველაფერი რიგზეა [ჟერარ რომერო]
- 01:51 – “ბარსელონა” “ჩელსისგან” მარკოს ალონსოს დასარეგისტრირებლად დოკუმენტაციას ელოდება [ESPN]
- 01:44 – ობამეიანგისა და ალონსოს ტრანსფერში გარკვეული პრობლემა შეიქმნა, მაგრამ მოგვარდა [კატალონიის რადიო]
- 01:43 – გავი პირველ გუნდში იანვარში დარეგისტრირდება, მანამდე კი ისევ 30 ნომრით ითამაშებს [Relevo]
- 01:10 – “სიურპრიზი” ბერნარდუ სილვა იყო, მაგრამ არ გამოვიდა [ჟერარ რომერო]
- 01:06 – ოფიციალურად: მემფის დეპაი “ბარსელონაში” რჩება. ფეხბურთელმა ეს Twitter-ზე დაადასტურა
- 01:04 – ბარსელონა ალონსოსა და ბელერინის გარდა არავის დაიმატებს, დეპაი გუნდში რჩება [ფაბრიციო რომანო]
- 01:01 – პიანიჩი “ბარსელონას” დღეს არ დატოვებს. ის, შესაძლოა, ისეთ ქვეყანაში გადავიდეს, სადაც სატრანსფერო ფანჯარა მოგვიანებით იხურება [ჟერარ რომერო]
- 00:53 – “ბარსელონაში” ხვდებიან, რომ ახალი ფეხბურთელის დასამატებლად დრო აღააა [ადრიან სანჩესი]
- 00:51 – დეპაის “ჩელსიში” ტრასფერი ჩაიშალა [Gol]
- 00:39 – ლა ლიგაში მიაჩნიათ, რომ “ბარსელონას” კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება გაუჭირდება და თუ გუნდს ვინმე დატოვებს, ეს იჯარა იქნება [ჟერარ რომერო]
- 00:27 – მემფის დეპაის ადვოკატები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ფეხბურთელმა “ბარსა” დატოვოს. ამ ეტაპზე შეთანხმება არცერთ გუნდთან არ არსებობს [ჟერარ რომერო]
- 00:14 – “ბომბა” ტრანსფერი და სიურპრიზი არ იქნება. “ბარსელონა” ბელერინის, ალონსოსა და ობამეიანგის ტრანსფერებს დაადასტურებს და მეტი არაფერი მოხდება [Sport]
- 00:08 – დეპაისა და “ჩელსის” შორის მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ სავარაუდოდ მხარეებს დრო არ ეყოფათ [The Independent]
- 00:04 – ოფიციალურად: მარტინ ბრეითუეიტი “ესპანიოლში” გადავიდა
- 23:57 – პიანიჩმა, შესაძლოა, “ბარსელონა” დატოვოს [ჟერარ რომერო]
- 23:48 – ექტორ ბელერინი ბარსელონაში ხვალ ჩავა [ჟერარ რომერო]
- 23:41 – ამჟამად “ბარსელონას” კომუნიკაცია ერთდროულად სამ კლუბთან აქვს [ჟერარ რომერო]
- 23:40 – ჟორჟე მენდეში ბარსელონაშია [ჟერარ რომერო]
- 23:39 – ორივე კლუბი და ფეხბურთელიც ადასტურებს, რომ ალვარო მორატა “ატლეტიკოში” რჩება [ფაბრიციო რომანო]
- 23:37 – შუამავალი, რომელიც ობამეიანგის ტრანსფერზე მუშაობდა, მემფის დეპაის “ჩელსიში” ტრანსფერზეც მუშაობა [ჟერარ რომერო]
- 23:28 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” აბდე ეზალზულისთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა და ფეხბურთელი “ოსასუნაში” იჯარით გაუშვა
- 23:21 – ობამეიანგი “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმებას გადის [ფაბრიციო რომანო]
- 23:16 – ოფიციალურად: სერჟინიო დესტი “მილანში” იჯარით გადავიდა
- 23:15 – ალვარო მორატა 100%-ით “ატლეტიკოში” რჩება [მატეო მორეტო]
- 23:11 – ჟერარ რომერო: “მორატა ის სიურპრიზი არაა, რომელზეც მე ვსაუბრობ”
- 23:07 – “ბარსელონა” და “ატლეტიკო” ალვარო მორატას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ [Sport]
- 23:00 – მემფის დეპაის გარემოცვა ადასტურებს, რომ ფეხბურთელი ახალ გუნდს ეძებს. მისი ტრანსფერი დომინოს ეფექტს გამოიწვევს [ტონი ხუანმარტი]
- 22:56 – ექტორ ბელერინმა კონტრაქტი უკვე გააფორმა. მან ხელი ელექტრონულად მოაწერა [ადრია ალბეტსი]
- 22:40 – ლალპორტას “სიურპრიზი” ტოპ ფეხბურთელია [კატალონიის რადიო]
- 22:35 – “ბარსელონამ” ნაბილ ფექირისა და დანი ოლმოს იჯარით აყვანა სცადა, თუმცა უშედეგოდ [Relevo]
- 22:25 – ლაპორტას “სიურპრიზის” ხელზე ასაღები ხელფასი ბონუსების ჩათვლით 5.9 მილიონი ევრო იქნება, მაგრამ მის დასარეგისტრირებლად მემფის დეპაის გაყიდვაა საჭირო [ჟერარ რომერო]
- 22:20 – სერია A-ს საიტმა სერჟინიო დესტის “მილანში” გადასვლა დაადასტურა
- 22:17 – ობამეიანგი ლონდონში ჩაფრინდა [ელენა კონდისი]
- 22:14 – ნაბილ ფექირი ადასტურებს, რომ “ბეტისის” ოფისში ხელფასის შესამცირებლად იყო, მიზეზი კი ვილიან ჟოზეს ლა ლიგაში დარეგისტრირებაა [El Chiringuito]
- 22:05 – ნაბილ ფექირი “ბეტისის” ოფისში არა “ბარსელონაში” გადასასვლელად, არამედ ხელფასის შესამცირებლად მივიდა [ელენა კონდისი]
- 22:03 – “ბასელონა” ნაბილ ფექირის დამატებას არ ცდილობს [COPE]
- 22:00 – “ბარსელონა” ნაბილ ფექირის იჯარით აყვანაზე მუშაობს [ადრიან სანჩესი]
- 21:53 – ნაბილ ფექირი “ბეტისში” იმყოფება იმისათვის, რომ “ბარსელონაში” ტრანსფერი დაასრულოს [AS]
- 21:37 – დღეს ლა ლიგაში დაახლოებით 100 მილიონიანი ტრანსფერი განხორციელდება [El Chiringuito]
- 21:31 – ჟორდი ალბა კარიერის “ბარსელონაში” დასრულებას აპირებს. ის დარწმუნებულია, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაიბრუნებს [კატალონიის რადიო]
- 21:24 – ექტორ ბელერინის აგენტი ადასტურებს, რომ მან ბარსელონამდე მარკოს ალონსოსთან ერთად იმგზავრა
- 21:24 – ექტორ ბელერინის “ბარსელონაში” გადასვლა 100%-ით გადაწყვეტილია. კონტრაქტი მხოლოდ ერთწლიანი იქნება [ფაბრიციო რომანო]
- 21:15 – “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” დღეს დილით ბერნარდუ სილვაში 70+10 მილიონი ევრო შესთავაზა და პასუხს ელის [პედრუ ალმეიდა]
- 21:12 – მარკოს ალონსოსთან ერთად ბარსელონაში ექტორ ბელერინის აგენტიც ჩაფრინდა [ჟერარ რომერო]
- 21:05 – ტომას მუნიეს “ბარსელონაში” გადასვლა 100%-ით გამოირიცხა [ხავი მიგელი]
- 20:54 – მემფის დეპაი “ჩელსის” შეთავაზებით დაინტერესებულია [Mundo Deportivo]
- 20:50 – მარკოს ალონსო მალე ბარსელონას აეროპორტში დაეშვება [ჟერარ რომერო]
- 20:49 – მარტინ ბრეითუეიტმა “ესპანიოლთან” კონტრაქტს ხელი მოაწერა [ფაბრიციო რომანო]
- 20:10 – “ბარსელონა” მარტინ ბრეითუეიტს კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ მხოლოდ 150 ათას ევროს გადაუხდის [ლუის როხო]
- 19:29 – ფრენკი დე იონგის “ბარსელონაში” დარჩენა გადაწყვეტილია [ფაბრიციო რომანო]
- 19:28 – ერთმა კლუბმა ფრენკი დე იონგში “ბარსელონას” დღეს 100 მილიონზე მეტი შესთავაზა [ჟერარ რომერო]
- 18:56 – “ბარსელონამ” ლა ლიგასთან კონსულტაცია გაიარა, თუ შეძლებს, დაარეგისტრიროს ფეხბურთელი, რომლის ხელზე ასაღები ხელფასიც 6 მილიონი ევრო იქნება. ეს ბევრია, ამდენი ხელფასი არც მარკოს ალონსოს ექნება და არც ექტორ ბელერინს [ჟერარ რომერო]
- 18:51 – ობამეიანგი “ბარსელონას” საწვრთნელ ბაზაზე გუნდთან გამოსამშვიდობებლად მივიდა [Sport]
- 18:29 – “ბარსელონა” ბერნარდუ სილვას ტრანსფერს არ გამორიცხავს [ჟერარ რომერო]
- 18:01 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” მარტინ ბრეითუეიტთან კონტრაქტი გაწყვიტა.
- 17:38 – მარკოს ალონსო “ბარსელონაში” 2-3 საათში ჩავა [ჟერარ რომერო]
- 17:27 – მარტინ ბრეითუეიტმა “ბარსელონასთან” კონტრაქტის გაწყვეტას ხელი მოაწერა. ის “ბარსას” ფეხბურთელი აღარაა [ფაბრიციო რომანო]
- 16:54 – ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ ობამეიანგისა და მარკოს ალონსოს ტრანსფერები გადაწყვეტილია
- 16:34 – ექტორ ბელერინმა “არსენალთან” კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია [ESPN]
- 16:33 – გუშინ მემფის დეპაიმ “ბარსელონას” შეატყობინა, რომ გუნდიდან წასვლა უნდა [ჟერარ რომერო]
- 16:32 – ობემეიანგის ტრანსფერის შეთანხმების შემდეგ “ბარსელონამ” და “ჩელსიმ” მოლაპარაკებები მემფის დეპაის ტრანსფერზე დაიწყეს [ჟერარ რომერო]
- 16:13 – ჟორდი ალბამ “ბარსელონას” შეატყობინა, რომ მან დარჩენა გადაწყვიტა [ადრია ალბეტსი]
- 15:53 – გადაწყვეტილია, რომ მარკოს ალონსო “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება [აშრაფ ბენ აიადი”
- 15:18 – ობამეიანგის ტრანსფერი დახურულია – 15 მილიონი + მარკოს ალონსო [ჟერარ რომერო]
- 15:13 – ჟორდი ალბა “ბარსელონაში” რჩება [ხავი მიგელი]
- 14:51 – ბარსელონას აეროპორტში “ჩელსის” თვითმრფინავი იმყოფება, რომელიც ობამეიანგის ტრანსფერის დასრულებას ელოდება [COPE]
- 14:49 – “ბარსელონამ” ალბა ტრანსფერზე დააყენა. ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს, წავა, თუ მთელ სეზონს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს [ლუის როხო]
- 14:48 – ჟორდი ალბა “ბარსელონაზე” ნაწყენია, რადგან კლუბმა ის “ინტერს” შესთავაზა [Cuatro]
- 14:24 – “ბარსელონამ” მარჯვენა მცველის პოზიციაზე არჩევანი ექტორ ბელერინზე შეაჩერა. ის ჩავის პრიორიტეტი არ იყო, მაგრამ ფინანსური ფაქტორების გათვალისწინებით არჩევანი სწორედ ბელერინზე შეჩერდა [RAC1]
- 14:10 – ჟორდი ალბა წასვლას არ აპირებს. ის ფიქრობს, რომ სათამაშო დროს მიიღებს [ფაბრიციო რომანო, Sport]
- 14:09 – აბდე ეზალზული იჯარით “ოსასუნაში” გადადის [ჟერარ რომერო]
- 14:08 – აბდე ეზალზულის “ელჩეში” იჯარით გადასვლა შეჩერებულია [Onda Cero]
- 14:00 – “ბარსელონამ” გადაწყვიტა, რომ ალეხანდრო ბალდე გუნდში რჩება [ჟერარ რომერო]
- 13:44 – ალბას დარჩენის შემთხვევაში ბალდეს იჯარით გაშვება გამორიცხული არაა [ჟერარ რომერო]
- 13:41 – აბდე ეზალზული “ელჩეში” იჯარით გადასვლას დასთანხმდა [Onda Cero]
- 13:29 – “ბარსელონამ”, შესაძლოა, 2 მარჯვენა მცველი დაიმატოს – ექტორ ბელერინი და ტომას მონიე [ჟერარ რომერო]
- 13:24 – “ბარსელონამ” ბრეითუეიტს სთხოვა, “ესპანიოლში” არ გადასულიყო, მაგრამ დანიელი მაინც ამ გუნდში გადადის [Relevo]
- 13:23 – ექტორ ბელერინი “ბარსელონაში” დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა [Relevo]
- 13:11 – მარკოს ალონსოს აგენტი “ბარსელონას” ოფისში იმყოფება. მხარეები ობამეიანგი/ალონსოს ტრანსფერს ასრულებენ [SER]
- 13:00 – მარტინ ბრეითუეიტმა “ესპანიოლში” სამედიცინო შემოწმება გაიარა [Mundo Deportivo]
- 12:57 – მოსალოდნელია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ბოლო საათებში ფრენკი დე იონგის შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება [Daily Express, Sport]
- 12:48 – ჟორდი ალბა “ინტერში” გადასვლაზე უარს იტყვის. მას არც წასვლა სურს და არც ხელფასის შემცირება [ლუის როხო]
- 12:37 – მარტინ ბრეითუეიტი “ესპანიოლში” გადადის [Onda Cero]
- 12:22 – “ბარსელონას” სურს, რომ ჟორდი ალბამ გუნდი დატოვოს. კატალონიელებმა ვეტერანი ფეხბურთელი არაერთ გუნდს შესთავაზეს, მათ შორის “ინტერს”. თუმცა ალბას დარჩენა უნდა [TuttoMercato]
- 12:20 – “მანჩესტერ იუნაიტედმა” ერიკ ტენ ჰაგს ურჩია, “აიაქსის” მეტი ყოფილი ფეხბურთელი აღარ დაემატებინა. სწორედ ამიტომ გამოირიცხა სერჟინიო დესტის ინგლისურ გუნდში გადასვლა [აშრაფ ბენ აიადი]
- 12:17 – “ბარსელონა” და “ჩელსი” ობამეიანგის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. საუბარია 16 მილიონსა და მარკოს ალონსოზე [Relevo]
- 11:51 – “ბარსელონამ” ხულიან არაუხოს ამ ეტაპზე დამატება გამორიცხა. კატალონიური გუნდი ამერიკელ მარჯვენა მცველს, შესაძლოა, იანვარში მიუბრუნდეს [Relevo]
- 11:01 – სერჟინიო დესტი მილანში გაფრინდა და მალე “მილანს” შეუერთდება [COPE]
ვსიო ლენგრე ერთ წლით მოვიშორეთ
ისე მიდის ყველაფერი რო ასე დაიხურება ეს ფანჯარა არაფერი სიახლე არ იქნება, იტყვიან ზამთარში მივუბრუნდებითო, აი ნახეთ თუ არა
კანსელუ არ გადაიყვანოს ბაიერნმა თორე ლაპორტა და ჩავი მართლა გასაგდებები იქნებიან. რას ეხვეწევა აბდეს და გარსიას დარჩენას, ნორმალურია ეს კაცი?
ვინმემ არ აგვახიოს კანსელუ ბიჭო, ამათ ხოარ უჟუჟუნებთ? დროზე მოასწრონ დარეგისტრირება
კაროჩე ისეთი სუნი დგა რო ფელიქსს ვერ მოიყვანენ თორე ნახავთ,,კანსელოს დაარეეგისტრირებენ მარა აი წინ ეზ აბდეს და ტორესის ყურება მოგვიწევს მთელი წელი
ჩავის ხომ არ აჟრიალებს რა მნიშვნელოვანი ფეხბურთელები იქნებიან გაუშვას რას აჩერებს
NAMASTE,
ჩავის მოსვლის მერე ტრანსფერები ასე გაკეთდა:
თავიდან 55+10 ტორესში, უფასოდ მოუყვანეს ობამა და ტრაორე, მერე ზაფხული რომ მოვიდა 45+5 ლევანაში, 65 რაფინიაში, 55+ბონუსები კუნდეში, უფასოდ მოუყვანეს კესი-კრისტენსენი და ალონსო, ახლა 30+31 როკეში, 3.5 რომეუ, უფასოდ გიუნდო და ინიგო, კანსელუს იმატებენ და იჯარა რამდენი ჯდება არ ვიცით მაგრამ ტრანსფერი 25იო, რაც მოსალოდნელია რომ შედგება, ამის გარდა ფელიშზე გუშინ დაიწერა რომ 8ს ითხოვს ატლეტიკო იჯარაშიო..
მოკლედ ჯერჯერობით მარტო 300 მილიონი კი არაა დახარჯული, არამედ უფასოდ რამდენი მოუყვანეს და რამდენმა გაამართლა ეგეც ცალკე აღსაღნიშნია. აგერ ჯამში 13 ფეხბურთელი მოგროვდა და პლუს დღევანდელი 2იც დარჩა, ეს სულ რაღაც 2 წელში..
მთავარი აქცენტი კი, არა თანხის ოდენობაზე არამედ იმაზე მაქვს რომ ძირითადად ხელს ვისაც ადებს უმეტესობა მოყავთ, ვიღაცას ბლოკავს – არ მოყავთ, ვიღაცის გაშვება უნდა – უშვებენ..ანუ უმეტესად მაინც თავის ჭკუაზე აკეთებს ყველაფერს და შემადგენლობაზეც პასუხისმგებელი ის არის..ხოდა ჯერჯერობით არაფერში არ ვართ დალაგებულად და თუ წელსაც ვერ დალაგდა მაშინ აზრიც არააქვს..
ფელიშის ბოლო ნაპასი რიგდება ბრატცი, ჩაარტყით ვისაც გინდათ გაგისწორდებათ🤣 თავის ხელით აქვს ბულბული დატენილი ჟოანს🤣
ამ სპონსორებმა ხომ გაატრაკეს საქმე რა ამ ფულის დაგვიანებით.. თუ არ შეუძლიათ გადახდა რაღას პირდებიან თან როცა იციან რომ ასე ძაან ჭირდებათ ეხლა თანხა. მაგათ გამო ბოლო წმამდე უნდა მივიდეს საქმე რომ ეს კანსელუ და ფელიში დავარეგისტრიროთ. ლენგრე გარსია აბდე და ფატი უნდა გავაიჯაროთ რომ ეს ფელიშის ფული გადავიხადოთ.. ძაან დიდი ხელფასი აქვს მაგ ჩემისას
ამ შემთხვევაში ვერც ჯგუფიდან გასვლა გამოდგება გასაპრავებლად და ვერც ლა ლიგაში პირველი ადგილი თან ამ რეალის ფონზე..წესით ჩავის თამასა ასე დგას რომ მინიმუმ ნახევარფინალამდე უნდა გავიდეს და თუ ვერ მოახერხა, მაშინ უნდა წავდეს რა.
ბევრ მაგარ გუნდს არ ყავს ბარსას მსგავსი შემადგენობა, მაგრამ თამაშის ხარისხი გაცილებით მაღალი აქვთ და მარტო იმით ვერ გამოძვრებიან რომ ფული არ არის..ფული თუ არ არის ჩავის მოსვლიდან 300მ როგორ დავხარჯეთ და დღეს სავარაუდოდ + 20 მილიონს იჯარებში როგორ ვხარჯავთ..კი გაჭირვებით ვიხდით მაგრამ ჩავი ხო არ იხდის, ჩავისთვის მოყავთ ზუსტად და ახლა თუ ტაქტიკებზე არ იმუშავა, მენტალიტეტი თუ არ შეცვალა, ხარისხი თუ არ გამოასწორა და ა.შ. მაშინ რა უნდა ბარსაში..
300 მილიონი როდის დახარჯეს??? რაც ჩავი მოვიდა გუნდში 55 ფერანში და 68 რაფინიაში მაგაზე მეტი არავისში გადაუხდიათ, და ძირითადად თავისუფალ აგენტებს იმატებენ. ტრანსფერებში 300 მილიონი ნაღდად არ დახარჯულა.
300 მ არა მაგრამ ლევანში და როკეში ხომ გადავიხადეთ თანხა 200 მდე კი გამოვიდა 4 კაცში ხომ კიდე კუნდეშც ხომ მივათხლიშეთ კაი მაყუთი
რატო წელავენ ასე ეს ნაბო*ვრები. ეგაა ფერმანული პუნქტუალორობა? დაგაფსით გერმანულ საედელებზე. რომანომ სიგიჟეები იქნებაო და მგონი კანსელოს და ფელიშის გარდა კიდე რაღაც პიზდეცი მოხდება.
შემდეგ იგრაზე ლევანა სკამზე უნდა მოჯდეს და ტორესმა ითამაშოს ცენტრში. აზრზე უნდა მოვიდეს ეგ ჩემისა აჩრდილივი5 რო დადის.
ამ შემთხვევაში ვერც ჯგუფიდან გასვლა გამოდგება გასაპრავებლად და ვერც ლა ლიგაში პირველი ადგილი თან ამ რეალის ფონზე..წესით ჩავის თამასა ასე დგას რომ მინიმუმ ნახევარფინალამდე უნდა გავიდეს და თუ ვერ მოახერხა, მაშინ უნდა წავდეს რა.
ბევრ მაგარ გუნდს არ ყავს ბარსას მსგავსი შემადგენობა, მაგრამ თამაშის ხარისხი გაცილებით მაღალი აქვთ და მარტო იმით ვერ გამოძვრებიან რომ ფული არ არის..ფული თუ არ არის ჩავის მოსვლიდან 300მ როგორ დავხარჯეთ და დღეს სავარაუდოდ + 20 მილიონს იჯარებში როგორ ვხარჯავთ..კი გაჭირვებით ვიხდით მაგრამ ჩავი ხო არ იხდის, ჩავისთვის მოყავთ ზუსტად და ახლა თუ ტაქტიკებზე არ იმუშავა, მენტალიტეტი თუ არ შეცვალა, ხარისხი თუ არ გამოასწორა და ა.შ. მაშინ რა უნდა ბარსაში..
300 მილიონი როდის დახარჯეს??? რაც ჩავი მოვიდა გუნდში 55 ფერანში და 68 რაფინიაში მაგაზე მეტი არავისში გადაუხდიათ, და ძირითადად თავისუფალ აგენტებს იმატებენ. ტრანსფერებში 300 მილიონი ნაღდად არ დახარჯულა.
მთავარია ხელშეკრულება გააფორმონ და წარდგენა მერეც შეიძლება. ამ დროში თუ ამდენი ტრანსფერი მოასწრეს ყოჩაღ ამათ, რამე საშიენლი პირობით თუ არ გაყიდეს ვინმე.
Karoche davitanje. Xo vici exla bolo wutamde unda miiyvanon saqme. Joaoebi gaaoficialuron da penia tu undat gauketon vinmes ukan…
ბურთის კონტროლი აქვს საშინელი, პირველ ტურში რაები აკეთა.(( კონტრშემტევები ჩვენ ნაკლებად ვართ, 10 ცოტაა მარა 20 ად უნდა გაყიდონ.
გინდათ დაგემართოთ ნევროზი??გახდით ბარსას ფანი))))))ნევროზი დამმართესს ბიჭოოო🤦🏻♂️🤦🏻♂️გააოფიციალურეთ
აბდეს არასდროს მივიჩნევდი მაგარ ვინგერად, სწორხაზოვანი ფეხბურთელია, მაგრამ სწრაფი. სისწრაფეს გვაძლევს რაც გვჭირდება. ბოლო 15 წუთით მშვენიერი ვარიანტია შემოსაყვანად. მე არ გავუშვებდი, თან 10 ად. არ გვყავს სწრაფი ხალხი, ცოტა ძაან. მაგრამ მეორეს მხრივ ახალგაზრდა ბიჭისთვის ბოლო 15 წუთი თამაში ცოტაა.
აბდეს და ფატის წასვლა და 2 ჟოაოს მოსვლა + როკე არის იდეალური ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, თან ამას ისიც ემატება რომ ტორესი მოიხოდა და იამალიც ჯანზეა, დაცვა იდეალური, ნახევარდაცვაში დე იონგი დაფრინავს და გიუნდოც იხოდება, გავი ჯანზეა და პედრის რამე უნდა მოვუხერხოთ, მაგრამ საერთო ჯამში აქაც კარგადაა საქმე და რავიცი..ყველაფერი ჩავიზე იქნება დამოკიდებული..
ამ შემთხვევაში ვერც ჯგუფიდან გასვლა გამოდგება გასაპრავებლად და ვერც ლა ლიგაში პირველი ადგილი თან ამ რეალის ფონზე..წესით ჩავის თამასა ასე დგას რომ მინიმუმ ნახევარფინალამდე უნდა გავიდეს და თუ ვერ მოახერხა, მაშინ უნდა წავდეს რა.
ბევრ მაგარ გუნდს არ ყავს ბარსას მსგავსი შემადგენობა, მაგრამ თამაშის ხარისხი გაცილებით მაღალი აქვთ და მარტო იმით ვერ გამოძვრებიან რომ ფული არ არის..ფული თუ არ არის ჩავის მოსვლიდან 300მ როგორ დავხარჯეთ და დღეს სავარაუდოდ + 20 მილიონს იჯარებში როგორ ვხარჯავთ..კი გაჭირვებით ვიხდით მაგრამ ჩავი ხო არ იხდის, ჩავისთვის მოყავთ ზუსტად და ახლა თუ ტაქტიკებზე არ იმუშავა, მენტალიტეტი თუ არ შეცვალა, ხარისხი თუ არ გამოასწორა და ა.შ. მაშინ რა უნდა ბარსაში..
აბდეც უნდა წავიდეს და გარსიაც , ჟოაოები მოვლენ და მორჩება მაქსიმუმ ის სენეგალელი მცველი დაიმატონ და მშვენიერი ფანჯარა გამოგვდის ამ კრიზისის ფონზე
მოკლედ თავი გაგისკდება ეს ამხელა სია რო თავიდან გააანალიზოს კაცმა.
ჩვეულებრივი ლაპორტას აფერისტობა რასაც თქვიდან აკეთებდა მესიზე მერე ჰალანდზე და ახლაც ბომბიო, სილვა როგორ იყო ტიპმა გასაგებად თქვა სიტიში ვრჩები თემა დახურულიაო და ამით ეცადა ტემპერატურის აწევა არიქა ბომბიო ფუ რა სამარცხვინო ქცევები აქვთ თუნდაც ფეხბურთელებთან დამოკიდებულება და თუნდაც გულშემატკივართან ძაან ცუდია.
Საბოლოოდ ვინ მოიშორე? Აბდე იჯარით წავიდა, გრიზმანი შეიძლება დაბრუნდეს, უმტიტი იჯარით არის, დესტიც… Ნიკოს იჯარაა ერთადერთი გამართლებული. Მართალია იჯარაც საქმეა და დასაფასებელია ხელმძღვანელობის ასეთი მუშაობა თუმცა მაინც საწყენია რომ უკან დაბრუნდებიან მომავალ ზაფხულს
მოშორება ჰქვია როცა მთელი წლები უთამაშებელ უმტიტს რომელსაც კოლოსალური ხელფასიაქვს იჯარით უშვებ. მოშორება ჰქვია როცა ბრეიტვეიტს ისე უშვებ რომ მხოლოდ 150ათასის გადახდა გიწევს კომპენსაციის მხრივ. გრიზმანს რაც შეეხება აგერ ვალენსიას გაუტანა და ღმერთმა ქნას 50% ითამაშოს ატლეტიკოში და 40 მილიონი მოსატანი ექნებათ ვალდებულებააქვთ. და სასიხარულოა როცა კრისას (რიკი პუჩს) უშვებ გუნდიდან რომელიც 12 წლის ბიჭის ტანზეა და ბარსას შიდა სამზარეულოდან გაჰქონდა ინფორმაცია.ასევე აღსანიშნავია ლენგლეს იჯარით გაშვება და აბდეს და ტრინკაუს ტრანსფერებიც. აბა რა გეგონა ამ ჩამოწერილ და უთამაშებელ სასტავს ვინმე წაიყვანდა? ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო ლაპორტამ.ხოდა დამიჯერე სეზონის ბოლოს ერთადერთი ვინც იჯარიდან დაბრუნდება და ითამაშებს ნიკო იქნება დანარჩენს მოუვლიან 🙂
უმტიტის იჯარას რა აზრი აქვს ხელფასს ბარსა გადაიხდის და ვერ ვხვდები ამით რაა ??