workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ასპილიკუეტას ალტერნატივა ტომას მუნიეა, ალონსოსი კი – ბალდე

ასპილიკუეტას ალტერნატივა ტომას მუნიეა, ალონსოსი კი – ბალდე

ცოტა ხნის წინ ჟერარ რომერომ დაადასტურა, რომ სესარ ასპილიკუეტა “ბარსელონაში” არ გადმოვა და ის “ჩელსიში” რჩება.

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსა” ესპანელი მცველის ალტერნატივად ტომას მუნიეს განიხილავს, მაგრამ პოტენციური ტრანსფერი “დორტმუნდის” მიერ მოთხოვნილ თანხაზე იქნება დამოკიდებული. კატალონიელებს მარჯვენაფლანგელში ბევრის დახარჯვა არ სურთ.

ამავე წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ “ბლაუგრანა” მარკოს ალონსოს (რომელიც მარცხენა მცველებს შორის პრიორიტეტია) ვერ შეიძენს, ჟორდი ალბას დუბლიორი ალეხანდრო ბალდე იქნება. ეს უკანასკნელი აშკარად პროგრესირებს და ჩავი ერნანდესის ნდობაც მოიპოვა, მაგრამ დაცვით ასპექტში ჯერ კიდევ მოსამატებელი აქვს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (16)

  • Dani alves
    schedule 05 აგვ 2022, 18:48

    მუნიეს რომ მიადექით დუმფრისი ან ჯეიმსი არ განუხილიათ კი მუნიესთან შედარებით ძვირი ღირს ესენი მაგრამ სად მუნიე და სად ესენი

  • PabloGavira
    schedule 05 აგვ 2022, 11:03

    დეივისს მაგონებს ბალდე, სისწრაფე აქ,დრიბლინგი აქ,პასიც არააქ ცუდი, პრესეზონზე დაცვაშიც ნორმალურად გამოიყურებოდა, მთავარია ფიზიკას მოუმატოს და აღარ გვექნება მარცხნივ ფლანგის პრობლემა.მე მეიმედება ბალდესი. აი მარჯვნივ კი არნოლდი დაგვხატავდა

  • Zura Gviniashvili
    schedule 05 აგვ 2022, 10:22

    ციტატა: nika 54

    ციტატა: vitorborbafereira
    ბალდეს კაი სისწრაფე აქვს და დრიბლინგიც, დაცვის რა მოგახსენოთ მაგრამ პერსპექტივაში არ უნდა გაუშვან


    არც პუიოლი დავადებულა დაცვის გიგანტად, ეგ ჯი არა ძირითადშიც უჭირდა მოხვედრა. ისევე როგორც ჩავის, მაგრამ შედეგები ყველას გვახსოვს.


    გეთანხმები. არლონდზე რომ იწერება. არც არლონდია კარგი დაცვაში

  • nika 54
    schedule 05 აგვ 2022, 08:59

    ციტატა: vitorborbafereira
    ბალდეს კაი სისწრაფე აქვს და დრიბლინგიც, დაცვის რა მოგახსენოთ მაგრამ პერსპექტივაში არ უნდა გაუშვან


    არც პუიოლი დავადებულა დაცვის გიგანტად, ეგ ჯი არა ძირითადშიც უჭირდა მოხვედრა. ისევე როგორც ჩავის, მაგრამ შედეგები ყველას გვახსოვს.

  • nika 54
    schedule 05 აგვ 2022, 08:57

    ჰოდა თუ მოსამატებელი აქვს ეხლაა დრო ამაზე მუშაობის. იმედია სულ ალბა არ იდგება ძირითადში და ბალდესაც მისცემენ შანსს. თუნდაც აუტსადერ გუნდებთან.

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 05 აგვ 2022, 02:41

    ბალდეს უნდა მიეცეს სათამაშო დრო ლა მასიელია ბოლოსდაბოლოს მარკოს ალონსო დიდი ვერავინაა
    თან ასაკშია ეს კიდევ იქნებ ვინ იჩითება

  • katalomia
    schedule 05 აგვ 2022, 02:14

    ციტატა: CHEPE
    აუფ ალბა ხოაა მალდინიი😅😅😅 რა დაცვაში კაიფობეენ რაც ალბას მიქარული აქ იმაზე მეტს ვერ მიქარავს ბალდე რომც უნდოდეს

    კი, უშვებდა შეცდომებს დაცვაში. აი შეტევაში კი ალბას ძალიან ბევრი შედევრი აქვს დადებული… უზომოდ ბევრი, მცველისთვის.

  • ROUCH
    schedule 05 აგვ 2022, 00:09

    თუ დროა არ მიეცა ამ ბავშვს გაიზიარევს მირანდას და კუკურას ბედს. არადა რა ჯორია კუკურა თავის დროზე დრო რო მიცემოდა. მუნიეს კიდე ისევ რობერტო და დესტი მირჩევია. თუ ამდენი ფული აქ სირიკო ლაპორტას შეინახოს და ახალგაზრდა ფორვარდი ეძებოს გადაღძუებული როა ორივე ფორვარდი

  • Davita
    schedule 04 აგვ 2022, 22:58

    გავკარი ალონსოს, ალბა ჯერ ხოდზეა, შემცვლელი ბალდე უნდა იყოს, კარგი ბიჭია და არუნდა დაიჩაგროს. ასპილიკუეტას საჭიროება არაა, კუნდე არაუხო ღლესტი და რობერტო გაართმევს თავს წელს როგორმე, გაისად მოიყვანონ ახალგაზრდა და არა ბებერი.

  • Albicelecte
    schedule 04 აგვ 2022, 22:16

    რაც ალბას აქვს მიქარული, იმდენი ვინ უნდა მიქაროს?

  • Bakero
    schedule 04 აგვ 2022, 21:37

    ტომას მუნიე მარჯვენა მცველი 191 სმ 30 წლის (ბელგიის ნაკრები) ფასი ტრანსფერმარკეტზე ექვს ნახევარი მილიონი ევრო

  • Fc Barca Batumi
    schedule 04 აგვ 2022, 21:32

    ბალდე-დაბლადუნობდა, ახლა ჩავის ხელში ეგეც იქოქება

  • EL MAESTRO 6
    schedule 04 აგვ 2022, 21:21

    ბალდე ამ ასაკშიც მირჩევნია იმ კუ ალონსოს, მუნიე დიდად არ ვიცი რას იზავს, ვნახოთ

  • Hyperion
    schedule 04 აგვ 2022, 21:13

    ბალდეს უნდა მიეცეს შანსი აუცილებლად

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 04 აგვ 2022, 21:08

    მე რომ ვიყო არავის მოვიყვანდი და ბალდეს მივცემდი შანსს.

  • vitorborbafereira
    schedule 04 აგვ 2022, 21:06

    ბალდეს კაი სისწრაფე აქვს და დრიბლინგიც, დაცვის რა მოგახსენოთ მაგრამ პერსპექტივაში არ უნდა გაუშვან