მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” და “რეალი” სეგუნდა დივიზიონის გუნდებს დაეხმარებიან

“ბარსელონა” და “რეალი” სეგუნდა დივიზიონის გუნდებს დაეხმარებიან

“ბარსელონა” და “რეალი”, რომლებიც შედიან 32 გუნდისგან შემდგარ მმართველობის ორგანოში, შეთანხმდნენ, რომ რადიო და ტელე-ტრანსლაციებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილს “სეგუნდა ა”-ში გადავარდნილ გუნდებს გადაურიცხავენ. გადასარიცხი თანხა 27 მილიონ ევროს შეადგენს.

 

მადრიდში ჩატარებულ შეხვედრას დაესწრო მმართველ ორგანოში შემავალი გუნდების ნაწილი (“ბარსელონა”, “რეალი”, “ვალენსია”, “ოსასუნა”, “სპორტინგი” და “ნუმანსია”).

 

აღნიშნული 27 მილიონი ევრო იქნება შესამჩნევი დახმარება, ვინაიდან შარშან “სეგუნდაში” გადავარდნილ გუნდებს მხოლოდ 6,6 მილიონი ევრო მიეცათ დახმარების სახით.

 

შეთანხმებას არ შეუერთდნენ “სევილია”, “ბეტისი”, “ვილიარეალი”, “ატლეტიკი”, “რეალ სოსიედადი”, “სარაგოსა”, “ესპანიოლი” და “მალაგა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში