კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა და ვიცე-კაპიტანმა, ჩავი ერნანდესმა თავისი გუნდის მთავარ მწვრთნელს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი უწოდა და აღნიშინა, რომ “ბარსელონაში” არ არსებობს ისეთი ფეხბურთელი, ვისაც ნებისმიერ სიტუაციაში გარანტირებული ექნება ადგილი ძირითად შემადგენლობაში.
“ჩემი აზრით, გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. მე პირადად ამაში ეჭვი არ მეპარება. მან ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა და “ბარსელონას” მისცა ყველაფერი, რაც აქამდე კლუბს აკლდა.”
“ამ გუნდს, გვარდიოლას ხელმძღვანელობით, ბევრის მიღწევა შეუძლია. ჩვენ უსიტყვოდ ვიღებთ მის ყველა გადაწყვეტილებას. არავის დაუსვამს შეკითხვა მაშინ, როცა მან ევროპის სუპერთასში ბუსკეტსი სკამზე დასვა. ოდესღაც ყველა ჩვენგანს მოუწევს სათადარიგოზე დაჯდომა. მესიც კი ვერ შეძლებს სულ თამაშს.”
“ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ ხელშეუხებლები არიან, დიდხანს ვერ გაჩერდებიან პეპ გვარდიოლასთან. წარსულის ისტორია და შედეგები ბევრს არ ნიშნავს. ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ და უნდა დავამტკიცოთ, რომ “ბარსელონაში” თამაშს ვიმსახურებთ.”
