workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ასპილიკუეტას ტრანსფერი გარდაუვალია, ალონსო – მომავალ კვირაში

ასპილიკუეტას ტრანსფერი გარდაუვალია, ალონსო – მომავალ კვირაში

“ბარსელონა” სესარ ასპილიკუეტასა და მარკოს ალონსოს ტრანსფერებზე მუშაობას განაგრძობს. 

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსაში” ასპილიკუეტას გადმოსვლა გარდაუვალია – კატალონიური კლუბი მის სანაცვლოდ €5 მილიონს (ბონუსების გათვალისწინებით) გადაიხდის. ესპანელი მცველი კლუბთან 2+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. “ბლაუგრანა” იმედოვნებს, რომ ის გუნდს ამერიკულ ტურნეზე შემოუერთდება.

რაც შეეხება ალონსოს – წყაროს ცნობით, მის ტრანსფერს მომავალ კვირაში ვარაუდობენ. მიუხედავად იმისა, რომ მარკოსის თაობაზე მოლაპარაკებები შედარებოთ ნელა მიმდინარეობს, ის ჩავი ერნანდესის პრიორიტეტია. თუ გუნდი მარცხენა მცველს შეიძენს, ალეხანდრო ბალდეს იჯარით გაუშვებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (24)

  • Barca1980
    schedule 22 ივლ 2022, 21:53

    თუ ჩელსი კუნდესაც წაიყვანს , გამოდის გვაჯობა , თვითონ ბალასტი მოიშორა და ჩვენი პრიორიტეტი მცველები ორივე წაიყვანა . არა მგონია მოგებულები ჩვენ დავრჩეთ ამ შემთხვევაში .

  • M10 S9 D11
    schedule 22 ივლ 2022, 19:30

    გაასხმევინეთ ამ ალონსოს აქედან

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 22 ივლ 2022, 18:00

    ციტატა: gio-rakitich
    ნახევარი ჩელსი გამოზიდა ტიპმა და პახოდუ კუნდესაც ახევს რა სიგიჟეაა მიყვარხარ ლაპო❤️❤️ 😂😂


    ყველა რო ჩამოწერილი წამოიყვანა ეგ არაფერია ?? არც კრისტენსენი სჭირდებოდათ არც აზპი აღარ სჭირდება ძააან მაგარი ვიღაც გჰავთ რის ჯეიმსის სახით მარჯვენა მცველის პოზიციაზე და მითუმეტეს არც ეს მარკოს ალონსო თუ ვიღაც კუტა როა ამიტომ ვინ ვინ გამოზიდა და ვინ დაგოიმდება სეზონის ბოლოს ვნახავთ

  • La Pulga10
    schedule 22 ივლ 2022, 17:42

    კუნდე თუ ვერ დავითრიეთ შკრინიარი,ან გვარდიოლი გაასწორებდა.