მემფის დეპაის “ბარსელონადან” წასვლა უფრო და უფრო მოსალოდნელი ხდება. შეტევის ხაზის გაძლიერების შემდეგ “ბარსა” ნიდერლანდელი თავდამსხმელისთვის საჭირო სათამაშო დროის მიცემას ვეღარ მოახერხებს და კატალონიელებს მემფისში ფულის გამომუშავება სურთ.
დეპაიმ იცის, რომ “ბარსელონას” მისი გაყიდვა უნდა. ფეხბურთელს მიაჩნია, რომ ვინაიდან ის გუნდს ერთი წლის წინ უფასოდ შეუერთდა და დაბალ ხელფასს დასთანხმდა, მას ასევე უფასოდ წასვლის უფლება უნდა ჰქონდეს. თუმცა “ბარსელონას” ფეხბურთელის ტრანსფერიდან დაახლოებით 20 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.
Sport-ის ცნობით დეპაით დაინტერესდა “ნიუკასლ იუნაიტედი”, რომელიც მზადაა, “ბარსელონას” ფინანსური მოთხოვნები დააკმაყოფილოს და მემფისსაც კარგი პირობები შესთავაზოს. თუმცა დეპაის პრიორიტეტი არა ფინანსები, არამედ სპორტული პროექტია, რის გამოც მან “ტოტენჰემი” უარით გაისტუმრა. მოსალოდნელია, რომ ნიდერლანდელი არც ევროტურნირებს მიღმა მყოფი “ნიუკასლის” ვარიანტით დაინტერესდება.
დეპაის სურს, ითამაშოს გუნდში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური შანსი აქვს და უმჯობესია, ეს გუნდი არ იყოს ინგლისური, რადგან მემფისს ამ ქვეყანაში თამაშის ცუდი გამოცდილება აქვს. თუ ფეხბურთელის ამ მოთხოვნას ვერცერთი კლუბი დააკმაყოფილებს, ალტერნატივების განხილვა ამის შემდეგ დაიწყება.



ნუ თუ წასვლა არ უნდა, მაშინ დაჯდება ზამენაზე აბა რას იზამს.
არ აგდებენ, თვითონ უნდა წასვლა, იმიტომ გააფორმა ორ წლიანი კონტრაქტი რომ როცა მოუნდებოდა წასულიყო. თავიდანვე იცოდა რომ არ გაჩერდებოდა დიდხანს ბარსაში და ამ დროს კლუბმა თავისი ინტერესი უნდა დაიცვას პირველ რიგში.
ადგილი აღარ რჩება,თორე იმ დებილს კი მირჩევნია.
ხო ეგაა რომ თითო პოზიციაზე ორი კაცი გვყავს თორემ არაა გასაშვები თან ასე დაბალ ფასად
ადგილი აღარ რჩება,თორე იმ დებილს კი მირჩევნია.
ამ დონის ფეხბურთელის 15 და 20 მილიონად გაყიდვას ჯობია დავიტოვოთ როტაციაში
მეც მგონია , რომ მემფისი დარჩენას იმსახურებს , რადგან , არავინ არ ვიცით ხრუსტალა და მაზილა როგორ ჩაატარებენ სეზონს , ფატი , ობამა და ლევანა მგონია სტაბილურად ითამაშებენ , პლიუს რაფინია და ამ შემთხვევაში ჯობია დე პაი შეცვლაზე გვყავდეს , თვითონ თუ თანახმაა .