მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა Elmundo.es –თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ აღნიშნული ინტერვიუდან ამონარიდებს, რომლებიც “ბარსას” ეხება.
რას ფიქრობთ იმაზე, რაც მოხდა ესპანეთის სუპერთასის განმეორებით შეხვედრაში “კამპ ნოუზე”, “რეალსა” და “ბარსელონას” შორის?
არ მინდა მოგონებებში გადავვარდე, ვინაიდან უაზრობად მიმაჩნია წარსულში ქექვა.
“ბარსელონა” თქვენი გუნდისთვის დაუძლეველ მეტოქედ მიგაჩნიათ?
ჩემთვის “ბარსელონა” არის უბრალოდ გუნდი, რომელიც მონაწილეობს ყველა იმ ტურნირში, რომელშიც ჩემი გუნდი. მე ვიცი, რომ ჩემი გუნდი უნდა გავხადო უკეთესი, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც უკვე ავღნიშნე, “ბარსა” იგებს მაშინაც, როცა თამაშობს კარგად და მაშინაც, როცა თამაშობს ცუდად. ამიტომ არ ვთვლი, რომ რაიმე შეიცვლება და არ ვარ დარწმუნებული, რომ რაიმეს შეცვლა შემიძლია მე. ჩემთვის მნიშვნელოვანია საკუთარი გუნდის შედეგების გაუმჯობესება, ახალი ტიტულებისთვის საფუძველის გაკეთება. ამისთვის საჭიროა თანაბარი პირობები, რაც ამ მომენტში წარმოუდგენელია, ვინაიდან ჩემი გუნდი იგებს მაშინ, როცა თამაშობს კარგად, ხოლო აგებს მაშინ, როცა თამაშობს ცუდად.
