კიდევ ერთი წყარო ადასტურებს, რომ მაიამიში რობერტ ლევანდოვსკის პრეზენტაცია დღეს არ ჩატარდება.
COPE-ის ჟურნალისტის, ელენა კონდისის თქმით, რობერტის წარდგენის ცერემონია ხვალ გაიმართება, თუმცა, ზუსტი დრო ჯერ ცნობილი არაა. დღეს, დილით, კონტრაქტის გაფორმებამდე, ლევანდოვსკის ადვოკატებმა ხელშეკრულების ბოლო დეტალებს გადახედეს.
Relevo-ს ინფორმაციით, 20 ივლისს, “ინტერ მაიამისთან” პოლონელი ფეხბურთელის თამაში ძალიან საეჭვოა. ტონი ჟუანმარტის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ლევანდოვსკი ამ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს, “ბარსას” მაისურით მისი დებიუტი 24 ივლისს, ლას ვეგასში, “რეალის” წინააღმდეგ შედგება.
რობერტმა ცოტა ხნის წინ სამედიცინო შემოწმება გაიარა და მზადაა, გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგეს.

არა ყავთ დარეგისტრირებული თუ სხვა რამეა?
რეალთან იყოს რაც მთავარია
დებიუტშივე რეალს რო გაუტანს რა სასიამოვნო იქნება ღმერთო <3
დიდი სიამოვნებით შევხედავდი ობა ლევა დემბოს ტრიოს რეალთან. სამივეს დორტმუნდის სკოლის კვალი გაუვლიათ და დარწმუნებული ვარ უსიტყოდ გაუგებენ ერთი მეორეს და ასევე დარწმუნებულო ვარ ძაან პროდუკტიული ტრიო იქნება. ყოველ შემთხვევაში ხასიათს ყველას გაგვისწორებს ამათი ერთად ყურება.
რეალთან უეჭ უნდა იყოს