კატალონიური “ბარსელონას” მცველმა დანი ალვესმა განაცხადა, რომ არ გაჰკვირვებია ახალწვეული ალექსის სანჩესის სწრაფი ადაპტაცია.
“ის სხვა ქვეყნიდანაა და სხვა ქვეყნის ჩემპიონატში თამაშობდა, მაგრამ მისი სწრაფი ადაპტაცია “ბარსელონაში” არ მაკვირვებს.”
“ის ვარსკვლავია. ასეთ ფეხბურთელებს კი საერთო ენის გამონახვა კოლეგებთან არ უჭირს. ურთიერთობაში ძალიან ცოცხალია და ბევრს მალევე დაუმეგობრდა. იგი ადვილად ნახულობს საერთო ენას მოედანზე, თანაგუნდელებთან.”
“ფაბრეგასმაც მალე გაიარა ადაპტაცია, მაგრამ აქ სულ სხვა ისტორიაა: იგი თამაშობდა აქ და იცოდა “ბარსელონას” სტილი. გუნდში ყველა მოხიბლულია მათი თამაშით.” – დაასრულა ალვეშმა.
