რობერტ ლევანდოვსკი დღეს “ბაიერნის” საწვრთნელ ბაზაზე სავარჯიშოდ ბოლოჯერ გამოცხადდა, თანაგუნდელებს დაემშვიდობა და ბაზის დატოვების შემდეგ Sky Sports-ისთვის კომენტარიც გააკეთა.
დავბრუნდები და ყველა თანამშრომელს ისე გამოვემშვიდობები, როგორც საჭიროა. ამისთვის მოსამზადებლად დრო არ მქონდა.
აქ გატარებული 8 წელი ჩემთვის განსაკუთრებული იყო და ამას არასდროს დავივიწყებ. მიუნხენში შესანიშნავი დრო გავატარე. მალე უნდა გავფრინდე, მაგრამ დავბრუნდები და ყველას სათანადოდ გამოვემშვიდობები.
დღეს იმ ბიჭებს გამოვემშვიდობე, რომლებიც მოედანზე იყვნენ. ვარჯიშზე ტრავმის მიღების არ შემშინებია, რადგან ეს, შესაძლოა, სახლშიც დამემართოს. მინდოდა, ფორმა შემენარჩუნებინა და ამ ბიჭებთან ერთად კიდევ ერთხელ მევარჯიშა.
ის, რომ რობერტ ლევანდოვსკი “ბარსელონაში” გადმოდის, “ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ კანმაც დაადასტურა.
ფაქტია ძაან პროფესიონალია და ფულის კიარა ტიტულების მოსაგებად მოდის თორე 23-მილიონიდან 9-მილიონამდე დაიკლო და 9-მილიონი იქნება ხელფასი, ამ დონის რომელია ვინც ამ ხელფასზე თამაშობს ან თამაშობდა ბარსაში ბოლო წლებში. დასაფასებელი საქციელია.
ჰიონესი რას ამბობს, ბარსელონას ფული არა აქვსო რო იძახდა.
ბიჭოოოოო ეს რა გუნდი დადგა ბარსა წინა სეზონის შუაში ესეთ ცვლილებას ვინ იფიქრებდა?
ფატი ხოდზე თუ იქნა ხო კარგი თუ არადა ობა ლევანა დემბო/რაფინია
მოდი მოდი ჯოგარო, ერთი სული მაქვს ბარსას მაისურით რომ ვნახო
იმ ბარსელონას აქვს ყველაზე მაგარი სატრანსფერო ფანჯარა, რომელიც კოტრდება საპატიო 'პრეზიდენტების' აზრით. ერთი სული მაქვს როდის შევხდებით ბაიერნს ჩემპიონთა ლიგაზე, ანგარიში გვაქვს გასასწორებელი. არვიცი რამდენად ხმამაღალი ნათქვამია მაგრამ ყველაფერზე უნდა გავიწიოთ.
იმ ბარსელონას აქვს ყველაზე მაგარი სატრანსფერო ფანჯარა, რომელიც კოტრდება საპატიო 'პრეზიდენტების' აზრით. ერთი სული მაქვს როდის შევხდებით ბაიერნს ჩემპიონთა ლიგაზე, ანგარიში გვაქვს გასასწორებელი. არვიცი რამდენად ხმამაღალი ნათქვამია მაგრამ ყველაფერზე უნდა გავიწიოთ.