ბარსელონას ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გაწყვეტის უფლება ექნება

ბარსელონას ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გაწყვეტის უფლება ექნება

რობერტ ლევანდოვსკი რომ კარიერას “ბარსელონაში” განაგრძობს, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. განსაკუთრებით ოლივერ კანის განცხადების შემდეგ.

პოლონელი თავდამსხმელი 33 წლისაა და ერთ თვეში 34 წლის ხდება. “ბარსელონა” მას 3 წლით იმატებს კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ლოგიკურია, რომ ამ ასაკში მყოფი ფეხბურთელისთვის ასეთი პირობების შეთავაზება კითხვებს ტოვებს, მაგრამ როგორც ირკვევა, “ბლაუგრანა” ძალიანაც არ რისკავს.

ჟერარ რომეროს ინფორმაციით “ბარსელონას” უფლება ექნება, 2 წლის შემდეგ ლევანდოვსკისთან ხელშეკრულება გაწყვიტოს და მას გარკვეული კომპენსაცია გადაუხადოს. გარდა ამისა “ბარსაში” თამაშის მე-3 წელს პოლონელის ხელფასი მნიშვნელოვნად შემცირდება, ისევე, როგორც მე-4 წელს, გუნდში დარჩენის შემთხვევაში.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • DesmondHume
    16 ივლ 2022, 18:10

    ხელმძღვანელობა იდეალურად მოქმედებს, მარტო ფეხბურთელი დამატება და გაშვება ხო არაა, ისეთ გარიგებებს დებენ რო მოგებაში ვრჩებით, ბართომეუს დროს ყველა ჩვენ რო გვაბოლებდა…

  • shu1987
    16 ივლ 2022, 18:03

    აი კონტრაქტი👌 არ ცოდნიათ ბართუშასთვის უნდა ეკითხათ😃

  • nika 54
    16 ივლ 2022, 17:58

    ნორმალურია, ორი წელი მართლა არ უნდა გაუჭირდეს თუ გავითვალისწინებთ რა ტემპში თამაშობს ბაიერნი და ლევანდოვსკიც მათ შორის.

  • Nodariko Dzadzamia
    16 ივლ 2022, 17:14

    RMA888,
    ნეტა ჰალაზე ყველა ასე ფიქრობდეს შენ ხარ რეალის ყველაზე მაგარი ფანი

  • ♛BaRcElOnA♛
    16 ივლ 2022, 16:39

    ძალიან ძლიერ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება ლევანდოვსკი რაც ჩანს კიდევაც გინდ ვარჯიშზე და თუგინდ თამაშზე ამიტომ ჩვეულებრივად შესაძლებელია 2 წელი მინიმუმ იმ დონეზე ითამაშოს რასაც ბაიერნში დებდა. ამიტომ საჭიროა გუნდმა კარგად მოირგოს და ეს ორი წელი კარგად გამოიყენოს.რაც შეეხება ამ ბიჭს ყველა გახარებული ვართ ასეთი დონის ტრანსფერით და იმედია ბარსაში ოქროს ბურთზე გაიწევს ❤️

  • carles puyol 5
    16 ივლ 2022, 16:19

    კონტრაქტის გაწყვეტა არც დაგვჭირდება არავითარ შემთვევაში

  • EL MAESTRO 6
    16 ივლ 2022, 16:05

    ძაან ჭკვიანურია მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ 3 წელი თავისუფლად გაქაჩავ

  • RMA888
    16 ივლ 2022, 16:00

    რეალის გულშემატკივარი ვარ თუმცა ყოჩაღ ბარსელონას ხელმძღვანელობას, ასეთ რთულ დროს ასეთი ეფექტური მუშაობა დასაფასებელია, თან ლა ლიგისთვისაც უმნიშვნელოვანესია ბარსას დაბრუნება, და ასევე რეალისთვისაც 😉