მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “მოედანზე გასვლისას არასდროს ვფიქრობ, რომ ფეხებში დარტყმა არ მივიღო”

მესი: “მოედანზე გასვლისას არასდროს ვფიქრობ, რომ ფეხებში დარტყმა არ მივიღო”

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ ანდრეს მესიმ ჟურნალისტებს თავისი მოსაზრება გაუზიარა ნიგერიასთან მატჩზე და განაცხადა, რომ არ გაბრაზებულა ნიგერიელ მცველებზე, რომლებიც ხშირად უხეშად არღვევდნენ წესებს მის წინააღმდეგ.

“კარგია, რომ რამდენიმე წარუმატებლობის შემდეგ გამარჯვება შევძელით. ყოველვის სასიხარულოა მოგება. გამარჯვებებს ზღვა დადებითი ემოციების მოტანა შეუძიათ.”

“მიუხედავად იმისა, რომ მოედანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ჩვენ მაინც შევძელით უამრავი მომენტის შექმნა. საერთო ჯამში, არგენტინის ნაკრების თამაშმა კარგი შტაბეჭდილება დატოვა.”

“ნიგერიელები მე განსაკუთრებით არ მირტყამდნენ. დიახ, რამდენჯერმე ფეხებში სერიოზული დარტყმა მივიღე, მაგრამ ეს არ ყოფილა განზრახ გაკეთებული მეტოქის მხრიდან. როცა მოედანზე გამოვდივარ არ ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ არ მივიღო დარტყმა ფეხებში. მე მხოლოდ თამაშზე ვფიქრობ.” – ლიონელ ანდრეს მესის სიტყვებს ციტირებს Goal.com.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში