მატეო მორეტოს ინფორმაციით, “ბარსელონა” ფრანსიშკუ ტრინკაუს ლისაბონის “სპორტინგში” გაყიდის.
ფეხბურთელი მშობლიურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტის გააფორმებს. პორტუგალიელები ტრინკაუს სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს (3 მილიონს ახლავე, დანარჩენს 7 მილიონს კი 2022-23 წლების სეზონის ბოლოს) გადაიხდიან, “ბარსა” კი მისი უფლებების 50%-ს შეინარჩუნებს.
სურვილის შემთხვევაში, “ლურჯ-ბროწეულისფერები” ფრანსიშკუს გამოსყიდვას შემდეგნაირად შეძლებენ:
- პირველი სეზონის შემდეგ – 15 მილიონი;
- მეორე სეზონის შემდეგ – 17.5 მილიონი;
- მესამე სეზონის შემდეგ – 20 მილიონი.
22 წლის შემტევი უკვე ლისაბონშია. ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება.

კარგია რო სულ არ იკარგება, რა იცი რას იზავს მომავალში.
შანსის მიცემა ღირს ტრინკაოსთვის
ანუ თუ გამოისყიდეს მინიმუმ 50-მილიონი გამოვა გადახდილი ამაში და იმედია ტყუილად არ გამოისყიდიან შედეგი ექნება.
ძაან კარგია უფლებების დატოვება, თუ ათამაშდა და გაიყიდა კარგ ფულსაც ავიღებთ, ან საერთოდ იაფად დაბრუნებაც შეგვეძლება ასე რომ ყველანაირად კარგი კონტრაქტია და 10 მილიონზე მეტს ამაში ამ ეტაპზე არც გადაიხდიდნენ
კარგია ფეხბურთელები რომ მიდიან