workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ მოიმატა პედრის კუნთოვანმა მასამ

როგორ მოიმატა პედრის კუნთოვანმა მასამ

Relevo-ს ინფორმაციით, შვებულების დროს, პედრიმ “ბარსელონას” ტენერიფეში, საკუთარ სახლში ფიტნესოთახის მოწყობა სთხოვა.

ახალგაზრდა ფებურთელი, უკეთ მოსამზადებლად, იმპროვიზირებულ დარბაზსა და ჩოგბურთს იყენებს. ამასთან, წინა სეზონის მიწურულს, როცა გუნდი ავსტრალიაში იყო, გონსალესმა ვარჯიში სიუტატ ესპორტივაზე განაგრძო, ეს ყველაფერი კი მის სხეულზეც აისახა – პედრის კუნთოვანი მასა საგრძნობლად მომატებულია, რასაც ბოლოს ჩატარებული ტესტებიც ადასტურებს.

19 წლის ნახევარმცველმა ყურადღება სხვას არაფერს (გარდა Kick Out Plastic-ისა, რომლის ელჩიც თავადაა) დაუთმო და მხოლოდ ვარჯიშზე კონცენტრირდა. პედრის გუნდთან ერთად სავარჯიშო სესიების განახლება ძალიან სურს და ამასთან ახლოსაცაა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nikusha
    schedule 09 ივლ 2022, 20:29

    საგრძნობლად აქვს მომატებული პედრის კუნთური მასა

  • nika 54
    schedule 07 ივლ 2022, 18:36

    კუნთებს ლამაზად აჩვენებს, გოგოები რო პატარა მკერდს აწვებიან ხოლმე ერთმანეთისკენ, მოცულობის შესაქმნელად. კაი რო ასე უნდა მოძლიერება, მთავარი მონდომებაა იმედია არც ეს დააჩაგვრინებს თავს მადრიდელებს.

  • VanillaSoul
    schedule 07 ივლ 2022, 03:17

    ციტატა: ROUCH
    უფრო ქვეშიდან ამოაწვეს კუნთებს რო დიდის შთაბეჭდილება დატოვოს. სახეზეც დააკვირდით იჭინტება


    კი ბატონო აწვება მარა ხომ ამჩნევ რამხელა შრომა აქვს ჩადებული. სულ არ ჰქონდა კუნთები წინა სეზონში. მაგარი გამომშრალია, თან ტანით პატარაა და უფრო რთულია ესეთი ადამიანისთვის შედეგის დადება. საკაიფო ჯანზეა მოსული და გააგრძელებს ალბათ კიდე, იქამდე სანამ დამძიმდება და ხელს შეუშლის.

  • ROUCH
    schedule 06 ივლ 2022, 23:51

    უფრო ქვეშიდან ამოაწვეს კუნთებს რო დიდის შთაბეჭდილება დატოვოს. სახეზეც დააკვირდით იჭინტება

  • shu1987
    schedule 06 ივლ 2022, 23:19

    პედრი ხო აქამდეც საოცარი იყო ეს სეზონი ექნება სასწაული ძაან ნიჭიერი და ჭკვიანია.

  • VanillaSoul
    schedule 06 ივლ 2022, 22:39

    ვა კაი ჯანზე მოსულა ესეც.

  • C.PC5
    schedule 06 ივლ 2022, 22:38

    აბა ეს გავი და კესი პირდაპირი მნიშვნელობით შეჭამენ ნებისმიერ ნახევარდაცვას😂

  • DesmondHume
    schedule 06 ივლ 2022, 22:24

    ფიზ. მომზადება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს გუნდში, იცვლება ფეხბურთი და ჯანზე თუ არ ხარ მარტო ტვინით ვერ გახვალ ფონს, ორივე კომპონენტი უმაღლეს დონეზე უნდა გვქონდეს

  • Fc Barca Batumi
    schedule 06 ივლ 2022, 21:58

    ფატის არ აწყენდა, მარა გავის პირიქით, ის ვერხლის წყალია, ის ლიფსიტასავით სხარტი და მოქნილია, კუნთი არაა მთავარი

    ფატის არ აწყენდა, მარა გავის პირიქით, ის ვერხლის წყალია, ის ლიფსიტასავით სხარტი და მოქნილია, კუნთი არაა მთავარი

  • EL MAESTRO 6
    schedule 06 ივლ 2022, 21:51

    ეგ ძაან კარგია ასე რომ მოძლიერდა, ფატიც და გავიც უნდა მოძლიერდნენ ორთაბრძოლებშიც გამოადგებათ და ტრამვების ალბათობაც შეუმცირდებათ