კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ლეო მესიმ განაცხადა, რომ ბავშვობაში ოცნებობდა “ნიუელს ოლდ ბოისში” თამაშზე.
“როცა პატარა ბიჭი ვიყავი, ვოცნებობდი არგენტინის ლიგაში სწორედ ამ გუნდის მაისური ჩამეცვა. ნამდვილად მაინტერესებს, რას ნიშნავს დაიცვა ამ კლუბის ინტერესები. ბავშვობაში ყოველთვის ვათენებდი ღამეს, რომ ამ გუნდის თამაშებს მეყურებინა.”
ლეომ ასევე კომენტარი გააკეთა გუშინდელ ამხანაგურ მატჩზე ნიგერიასთან: ” კარგია, რომ გამარჯვება მოვახერხეთ. ეს მცირე სიხარული დაგვავიწყებს იმ წარუმატებლობას, რაც წარსულში გვქონდა. ვქმნიდით სახიფათო მომენტებს, მიუხედავად მინდვრის ცუდი მდგომარეობისა. ვფიქრობ, არც ისე ცუდად ვითამაშეთ. მთავარი იყო გამარჯვება. ახლა თამაშის დახვეწაზე უნდა ვიფიქროთ.” – დაასრულა მესიმ.
