workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას კუნდეს შეძენას რაფინიას მსგავსად აპირებს

ბარსელონას კუნდეს შეძენას რაფინიას მსგავსად აპირებს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსამ” “ლიდსთან” რაფინიას თაობაზე შეთანხმებას მიაღწია – ბრაზილიელი, თითქმის, “ბარსელონას” ფეხბურთელია.

ესპანელი ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს (რომელმაც რაფინიაზე პირველმა გვამცნო) ინფორმაციით, კატალონიურ გრანდს სურს, ჟიულ კუნდესთან დაკავშირებით “სევილიასთან” შეთანხმებასაც ამ გზით მიაღწიოს და თანხა ნაწილ-ნაწილ გადაიხადოს (“ბლაუგრანა” რაფინიას სატრანსფერო ღირებულებას სამ ნაწილად დაფარავს).

“ლურჯ-ბროწეულისფერები” სევილიელებს ჟიულის სანაცვლოდ, დაახლოებით, 45 მილიონ ევროს სთავაზობენ და მათგან გარკვეულ დასტურს ელოდებიან, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაგრძელდება. 

ცნობილია, რომ ცენტრალურ მცველებს შორის, ფრანგი ჩავი ერნანდესის ფავორიტია – რა თქმა უნდა, ანდალუსიური კლუბი მას მარტივად არ ელევა, მაგრამ, აღსანიშნავია ისიც, რომ კუნდეს “ბარსელონაში” გადმოსვლა სურს, რამაც, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ითამაშოს (როგორც რაფინიას შემთხვევაში ითამაშა).

გარდა ამისა, ამავე ჟურნალისტის თანახმად, ჩავი ახალ სეზონს უკვე გეგმავს და მასში რობერტ ლევანდოვსკისაც ითვალისწინებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nikusha
    schedule 04 ივლ 2022, 01:00

    განვადებით ყიდვას რა ჯობია? არც არაფერი
    არაფერი არ ჯობია

  • nika 54
    schedule 02 ივლ 2022, 19:40

    ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსამ" "ლიდსთან" რაფინიას თაობაზე შეთანხმებას მიაღწია – ბრაზილიელი, თითქმის, "ბარსელონას" ფეხბურთელია.
    დავიჯერო ეს ლევანდოვსკიზე მნიშვნელოვანი ტრანსფერია.

  • Sergio5
    schedule 02 ივლ 2022, 12:16

    ესე მომყავდა ხოლმე მსოფლიოს ხალხი ფიფა მენეჯერში და ვაწყობდი მსოფლიო გუნდს, ოღონდ ვანაწილებდი 4 და 5 წელზე smile

  • M10 S9 D11
    schedule 02 ივლ 2022, 09:56

    უეჭველი დასათრევია ეს აგერ მანჩესტერმა ლისანდრო მარტინესი წაიყვანა რომელზეც რატომღაც არც კი გაიწიეს

  • Bakero
    schedule 02 ივლ 2022, 01:00

    სამსახურში ერთი თანამშრომელი გვყავდა გამოთქმა ჰქონდა : " ვალი მიცოცხლოს ღმერთმაო ! " ….განვადებას გაუმარჯოს განვადებას ! joy joy joy

  • La Pulga10
    schedule 02 ივლ 2022, 00:50

    უფფ ეს მოვიდეს ნეტაა

  • Moriba
    schedule 02 ივლ 2022, 00:12

    🚨 ბარსელონა რაფინიას თაობაზე ძალიან გააქტიურდა – ახალი შეთავაზება მზადაა: საუბარია €50 მილიონზე + ბონუსები 💰‼️

    🔹 ფეხბურთელს მხოლოდ კატალონიურ კლუბში სურს კარიერის გაგრძელება და ამან შეიძლება ტრანსფერი დააჩქაროს 🇧🇷⏳

  • EL MAESTRO 6
    schedule 01 ივლ 2022, 23:21

    იმედია გამოვა ეგ ტრანსფერი და ხელები ამიწევია, ამ კრიზისისდა მიუხედავად ძალიან მაგარი ტრანსფერები იქნება, ფრენკი თუ დარჩება მე პრობლემა არ მაქ,თუ წავა არც მაგაზე ვიდარდებ დიდად, იმედია გუბდის სასიკეთოდ ყველაფერს გააკეთებენ და იმ გადაწყვეტილებებს მიიღებენ რაც გუნდისთვის სასარგებლოა

  • .Gladiator.
    schedule 01 ივლ 2022, 23:13

    ეს რაფინიაზე ბევრად მნიშვნელოვანი ტრანსფერია
    არაუხო-კუნდეს დუეტი სულ სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს დაცვას