დღეს ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად გაიხსნა.
კატალონიური გამოცემები Sport და Mundo Deportivo “ბარსელონას” ამჟამინდელ შემადგებლობასა და კლუბში მიმდინარე მოვლენებზე წერენ.
წამსვლელთა სია
დე იონგი | ნიდერლანდელი ფეხბურთელის აგენტი “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს. მხარეები 65 მილიონს + 20 მილიონზე შეთანხმდნენ.
დემბელე | “ბარსას”, ისევე, როგორც ფრანგს, კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, მაგრამ ამ უკანასკნელის წარმომადგენელს შეთავაზება არ მოსწონს. უსმანი ელოდა, რომ ბოლო მომენტში კატალონიური გრანდი მას ახალი წინადადებით მიმართავდა, მაგრამ ასე არ მოხდა. “ჩელსი” და “პარი სენ-ჟერმენი” დემბელეს მიმართ ინტერესს გამოხატავენ, თუმცა არაფერი სერიოზული. “ბარსელონა” მას ანაზღაურების სახით 6 მილიონ ევროს სთავაზობს, ფრანგს კი 12 მილიონი სურს. უსმანს სხვა კლუბებისგან შემოთავაზება არ აქვს და, თუ “ბარსას” მალე არ უპასუხებს, შესაძლოა, ლაპორტამ მის დარჩენაზე უარი თავად თქვას.
ბრეითუეიტი | “ბლაუგრანა” დანიელის გაშვებას ცდილობს, მაგრამ მას წასვლა არ უნდა.
რიკი პუჩი | ჩავი ერნანდესი მასზე იმედებს არ ამყარებს. ესპანელი ახალ გუნდს ეძებს.
მინგესა | კლუბი მის გაყიდვას ან იჯარით გაშვებას გეგმავს.
უმტიტი | ფრანგი მცველი “რენთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ლანგლე | კლემანი “ტოტენჰემში” გადასვლასთან ახლოსაა.
მომსვლელთა სია
ლევანდოვსკი | პოლონელი პრიორიტეტული სამიზნეა. რობერტს “ბარსელონაში” გადმოსვლა სურს, მაგრამ “ბაიერნის” დათანხმება მოუწევს. “ბარსელონა” მზადაა, მასში 50 მილიონამდე გადაიხადოს.
კუნდე | ჩავის მისი მოყვანა უნდა და “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში თამაშზე ფრანგიც თანახმაა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, კლუბს ჟიულის ტრანსფერი 50 მილიონზე ნაკლები დაუჯდეს.
ასპილიკუეტა & ალონსო | “ბარსელონას” მათთან შეთანხმება აქვს, მაგრამ “ჩელსი” ესპანელების სანაცვლოდ 13-13 მილიონ ევროს ითხოვს.
რაფინია | მისი მომავალი დემბელეზეა დამოკიდებული. თუ უსმანი წავა, ბრაზილიელის ტრანსფერი რეალური გახდება, მაგრამ 50 მილიონზე მეტი დაჯდება. დეკუ თავისი კლიენტის “ბარსაში” გადმოსაყვანად ყველაფერს აკეთებს. რაფინიას “ჩელსისა” და “ლიდსის” შეთანხმება არ აინტერესებს და დეკუს სთხოვა, მოლაპარაკებები მხოლოდ “ბარსელონასთან” აწარმოოს. კატალონიელები ბოლო წამამდე იბრძოლებენ.
მოთამაშეები, რომლებიც პრესეზონზე იქნებიან
ფეხბურთელები, რომლებიც პრესეზონზე მონაწილეობას ნამდვილად მიიღებენ, არიან:
ტერ შტეგენი, სერჟი რობერტო, დესტი, არაუხო, პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ნიკო, პედრი, გავი, ობამეიანგი, დეპაი, ტორესი, ფატი.




ბა ჰე და აბა ჰო. დრო გვაქვს 1 სექტემბრამდე (31 აგვისტოს ჩთ)
საერთოდ არ მინდა რაფინიას ბარსაში ხილვა,უფასოდ კიდევ კარგი,მაგრამ თანხის გადახდა სისულელე მგონია.მე პირადად კარგად არ ვიცი რა შეუძლია მაგრამ არმგონია იმდენი ღირდეს რამდენადაც აფასებენ.ლევანდოვსკი მოსაყვანია.
ძლივს გაოფიციალურდა კვარას ტრანსფერი.იმედია აჩვენებს კლასს იქაც.
დღეს დემბელე წესით აღარ არის ბარსას ფეხბურთელი, კონტრაქტი გუშინ ამოიწურა, იმედია მეტს აღარ გაგვახსენებთ ამ მაიმუნს.
ბევრგან წავიკითხე ფრენკის უშვებენ და სოლერი მოყავთ რა ლოგიკაა ?? თუ ხელფასია პრობლემა ტიპმა მზად ვარ დავიკლოო არ უნდა წასვლა და ფაქტიურად ყველა ძალით აიძულებენ წასვლას მერე 20-მილიონად სოლერს მოათრევენ და ვუყუროთ ვალენსიას დონის ბარსას თუ აწი ბუსკეცი 25-წლის გახდება და სასწაულებს ჩაიდენს ან ხავიესტა აღდგება ან პუიოლი დაბრუნდება პიკეც ხო საერთოდ აწი ისე აეწეწა ცხოვრება და იმდენ სკანდალშია კლუბის იმიჯისთვისვე სჯობს წავიდეს.
ძალიან ცუდი სატრანსფერო პოლიტიკა აქვს ბოლო წლებია სამწუხაროდ ბარსელონას, ლევანდოვსკიში 50 მილიონი ჩემთვის არ არის გამართლებული, უბრალოდ ძალიან მინდა რო წამოიყვანონ და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას ბაიერნის ისტორიაში საუკეთესო თავდამსხელს როგორ უნდა აწყობილი ბაიერნიდან ესეთ კრიზისში მყოფ ბარსელონაში გადმოსვლა… ის ბოღმით სავსე დირექტორები რო ყავთ კიდევ უფრო რომ დაიბოღმონ… Griezzy7,
რაფინიაში 50 რატო უნდა გადაიხადო არათუ მეტი? ან ლევანაში? სუარესი გავუშვით 3 მილიონად როცა ბარსას ზედ აკვდებოდა და ახლა უფრო მოხუც კევანაში 50 ის გასროლა არუს ყველაზე დიდი ღლეობა, ნახონ ახლაგაზრდა ან საერთოდ არავინ, მეკარე დაცვა ცენტრი გარემარბი, ყველა პოზიციაზე გვჭირდება ხალხი, კუნდე და სილვა პრიორიტეტი უნდა იყოს. დიმარია იყო უფასო და მაგის დაკარგვა როგორ შეიძლებოდა როცა მის პოზიციაზე არავინ გვყავს
ლევანდოსვკიზე რო იწერებოდა, შეუძლია მოითხოვოს უეფაში ტრანსფერიო და ვალდებული იქნება ბაიერნი გაუშვასო, მაგ მეთოდს რატო არ მიმართავენ ?