ARA Esports პედრი გონსალესსა და ფერან ტორესზე წერს.
პედრი | ახალგაზრდა ნახევარმცველი 100%-ით მზადაა. პედრის გარემოცვის ცნობით, ის სრულად გამოჯანმრთელდა და პრესეზონს გუნდთან ერთად დაიწყებს.
გონსალესს სანაკრებო პაუზის დროს ესპანეთის ნაკრებშიც თამაშიც კი შეეძლო, მაგრამ გადაწყვიტა, არ გაერისკა.
ფერანი | ტორესმა იცის, რომ სეზონის ბოლოს თავისი პერფორმანსი კარგი არ ყოფილა, მაგრამ ძალიან მოტივირებულია, რომ “ბარსაში” პირველი სრული სეზონი უკეთესი გამოუვიდეს და გუნდს დაეხმაროს. 22 წლის შემტევს სჯერა, რომ 2022-23 წლების სეზონში სულ სხვა ფეხბურთელი იქნება.
ჩავი ერნანდესი ტორესს ისევ ენდობა და სასტარტო შემადგენლობის რეგულარულ წევრად განიხილავს.




ტორეს ! ბოლო შანსი გაქვს წარმატებას გისურვებ
პედრის გამოჯანმრთელება ძალიან გამიხარდა, რაც შეეხება ფერანს შანსს ნამდვილად იმსახურებს
თითქმის დარწმუნებული ვარ ფერანი გამოსწორდება, საშინელი იყო წინა სეზონში, მაგრამ გამოსწორდება, ფსიქოლოგიური ამბავია
ფერანი არაა ცუდი ბიჭი, 22 წლისაა და ამისი თამაში ვიცი, ყველგან გამოირჩეოდა დრიბლინგით, პასებითაც და დარტყმითაც, უბრალოდ ჩემი აზრით ფსიქოლოგიური ამბავია, მენტალურად არაა ძლიერი და წნეხს ვერ უძლებს, ეს არ იყო ნაპოლისთან თამაშის მერე რომ გამწარებული ტიროდა, მენტალიტეტი აკლია და თავდაჯერებაც, ეტყობა მოედანზე, ვნახოთ რამდენად გამოსწორდება
დეპაის ყველა შემთხვევაში გაუგრძელებენ, რო მუქთად არ დაკარგონ. დაიწერა უკვე ამაზე.
ლევანდოვსკი თუ ვერ ვიყიდეთ რახდება მაგ შემთხვევაში? დეპაის გაუგრძელებენ?