მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” იტურბე სჭირდება

“ბარსას” იტურბე სჭირდება

ხუან მანუელ იტურბემ “ბარსას” წარმომადგენლების ყურადღება კოლუმბიაში გამართულ 20 წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატში გამოსვლის შემდეგ მიიქცია.

იტურბე “პორტოში” “სერო პორტენიოდან” გადავიდა, თუმცა ახალი გუნდის შემადგენლობაში ჯერ არ უთამაშია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსა” არ ჩქარობს ახალგაზრდა არგენტინელისთვის კონტრაქტის გაფორმებას, თუმცა კატალონიელთა სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა უკვე შეხვდა გუსტავო მასკარდის – ადამიანს, რომელსაც ეკუთვნის ფეხბურთელზე უფლებების 40%.

გეტყვით, რომ “პორტოსთან” იტურბეს კონტრაქტი 2016 წელს იწურება. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ბარსა” კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის, კოსტარკელი ჯონ რუისის მიმართ იჩენდა ინტერესს, თუმცა ამ უკანასკნელმა ვერ მოახერხა კოლუმბიაში გამართულ ჩემპიონატზე თავის გამოჩენა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში