workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ ვარჯიშობს პედრი ტრავმის მოსაშუშებლად | ვიდეო

როგორ ვარჯიშობს პედრი ტრავმის მოსაშუშებლად | ვიდეო

პედრი გონსალესი ტრავმის მოშუშებისა და რეაბილიტაციის პროცესს განაგრძობს.

“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველი მოედანზე ბოლოს 14 აპრილს, ფრანკფურტის “აინტრახტის” წინააღმდეგ, “კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრაში ვიხილეთ, რის შემდეგაც მან 8 ოფიციალური და 1 ამხანაგური მატჩი გამოტოვა.

19 წლის ფეხბურთელს ბარძაყის დაზიანება აწუხებს და ცდილობს, პრესეზონის (გუნდი ვარჯიშს 4 ივლისს განაახლებს, პირველ ამხანაგურ მატჩს 13 ივლისს “ოლოტის” წინააღმდეგ ჩაატარებს, შემდეგ კი ამერიკაში გაემგზავრება) დაწყებამდე სრულ მზადყოფნაში იყოს.

პედრი რეაბილიტაციის პროცესისა და თავისი საკმაოდ ინტენსიური ვარჯიშის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (14)

  • nika 54
    schedule 20 ივნ 2022, 14:15

    ახლა ისე ინტენსიურადაც ნუ ივარჯიშებს, რო ტრავმა გაუმიზეზდეს. ისე ძაან გვაკლდა ბოლო თამაშებში. მაგრამ სეზონის დაწყებამდე იმედია საუკეთესო ფორმაში ჩადგება.

  • EL MAESTRO 6
    schedule 20 ივნ 2022, 11:14

    ციტატა: El pistolero 9
    შტეგენი/პენია
    ასპილიკუეტა/დესტი/რობერტო
    არაუხო/კრისტენსენი/პიკე
    კუნდე(კულიბალი)/გარსია
    ალბა/ალონსო(გალანი, გაია)
    ბუსკეცი/ნიკო
    დეიონგი/კესი
    პედრი/გავი/ტორე
    დემბელე(რაფინია)/დი მარია
    ლევანდოვსკი/ობამეიანგი
    ფატი/ტორესი
    მაგარი გუნდი გამოდის. თან სკამი გვექნება ძალიან გრძელი


    ეგ რთული საქმე იქნება, ბევრია მაქამდე გასაშვები, საბოლოოდ კი ეს ტრანსფერები ლევანდოვსკი , რაფინია, დი მარია, აზპილიკუეტა, გაია , კუნდე ძაან ძვირი დაჯდება და რთულად შესასრულებელია, რავი იმედია გამოვა

  • rivaldo80
    schedule 20 ივნ 2022, 04:27

    პედრი სუსტი რომ გგონიათ😂😂😂 რახან დიდი კუნტები არ აქვს ?😂😂 ძალიან ძლიერია ფეხბურთს ყურადღებით უყურეთ მეგობრებო 👌🏼

  • El pistolero 9
    schedule 20 ივნ 2022, 02:16

    შტეგენი/პენია
    ასპილიკუეტა/დესტი/რობერტო
    არაუხო/კრისტენსენი/პიკე
    კუნდე(კულიბალი)/გარსია
    ალბა/ალონსო(გალანი, გაია)
    ბუსკეცი/ნიკო
    დეიონგი/კესი
    პედრი/გავი/ტორე
    დემბელე(რაფინია)/დი მარია
    ლევანდოვსკი/ობამეიანგი
    ფატი/ტორესი
    მაგარი გუნდი გამოდის. თან სკამი გვექნება ძალიან გრძელი

  • JasoN
    schedule 20 ივნ 2022, 02:04

    ამაზე როგორ იძახით ტრავმისკენ არის მიდრეკილიო არ გცხვენიათ? ტიპმა რამის 50 თამაში ჩაატარა ზედიზედ როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე

  • ROUCH
    schedule 20 ივნ 2022, 01:57

    მაინც ფარფატა პეპელა სუ რო ტრაკზე გაიხეს აღნაგობა არ უწყობს ხელს. იმისი არ იყოს ცდილობს წვალობს ტკივა და რა რჩება. ცარელა ყ£ე და ხერხემალია

  • Kun agüeroooo
    schedule 20 ივნ 2022, 01:47

    ძაან სუსტია და რათქმაუნდა ტრამვიანიბუსკენაც მაგიტომ იყო მიდრეკილი

  • GURCHO99
    schedule 20 ივნ 2022, 00:53

    ყველა ტრავმაზე ასე რატოა, თავიდან 2 კვირა დაიწერა გამოყოვებსო 2 თვე გავიდა და კიდე ტრავმა აქ?

  • La Pulga10
    schedule 20 ივნ 2022, 00:49

    მიდი,მიდი ცოტა მასა მოიმატე.

  • Georgebina
    schedule 20 ივნ 2022, 00:37

    ტრენერი – ტრაორე

  • nikusha
    schedule 20 ივნ 2022, 00:15

    ეს რა ოქრო გვყავს

  • MSN G.O.A.T
    schedule 19 ივნ 2022, 23:46

    ლომო

  • C.PC5
    schedule 19 ივნ 2022, 23:41

    მიდი ჯიგო მოიხოდე ბოლომდე, ჯანზე თუარ ხარ ძნელია ისე ფეხბურთის თამაში დღეს ✊

  • Anri __cule
    schedule 19 ივნ 2022, 23:13

    მომავალი მაესტრო❤️