მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

     ჩილეს ეროვნულ ნაკრებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრის დროს, რომ არა პიკეს და პუიოლის ტრავმა შეიძლებოდა ჩვენ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური შემთხვევის მოწმენი გავმხდარიყავით. არსებობდა იმის შანსი, რომ  ”ფურია როხას” შემადგენლობაში ერთდოულად 11 ”ბლაუგრანელს” ეთამაშა. საბჭოთა კავშირის ნაკრებში იყო შემთხვევები, როცა ნაკრებში მხოლოდ კიევის ”დინამოს” ფეხბურთელები თამაშობდნენ. სხვა მაგალითის გახსენება კი შეუძლებელია.

  რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დიდ მადრიდისტას 11  ”ბარსელონელი” ეთამაშებინა და კატალონიელებისთვის კიდევ ერთი სიამაყის საბაბი მიეცა, თუმცა თეორიულად ეს შესაძლებელი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ პუიოლმა ტრავმა ამა წლის დასაწყისში მიიღო, ხოლო ივნისში ოპერაცია გაიკეთა. პიკე კი ვარჯიშისას დაშავდა. ორივე ფეხბურთელის დაბრუნება სექტემბრის შუა რიცხვებისთვისაა ნავარაუდები.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში