Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჩავი ერნანდესმა ჟერარ პიკეს შეატყობინა, რომ მომავალი სეზონიდან ის სასტარტო შემადგენლობის წევრი აღარ იქნება.
ჩავიმ და პიკემ 2 კვირის წინ პირისპირ ისაუბრეს. მწვრთნელმა ვეტერან მცველს უთხრა, რომ, სპორტული თვალსაზრისით, მას სასტარტო შემადგენლობაში ვეღარ ხედავს და, შესაბამისად, 2022/23 წლების სეზონისთვის ძირითად თერთმეტეულში მუდმივად ვერ მოხვდება.
გარდა ამისა, ერნანდესმა ჟერარს ისიც მოახსენა, რომ მისი ხელფასი გუნდისთვის დიდი ტვირთია, რაც მომავალში ტრანსფერებსაც ცუდ სამსახურს გაუწევს. ამასთან, ერთ-ერთი პრობლემა ტრავმებიცაა, რადგან ესპანელს რეციდივი რამდენჯერმე დაუფიქსირდა.
პიკემ ჩავის უთხრა, რომ დარჩენა სურს და ყველაფერს გააკეთებს, რათა აჩვენოს, რომ ის ცდება. ჟერარი დარწმუნებულია, რომ გუნდში საუკეთესო ცენტრალური მცველია და, კონკურენტად ვინც არ უნდა მოვიდეს, თავის მაქსიმუმს გაიღებს. მოედნის მიღმა, პიკე მზადაა, კლუბს სატრანსფერო პოლიტიკაშიც დაეხმაროს და საინტერესოა, რომ ჟერარს სპორტული არეალის მნიშვნელოვან ფიგურებთან საუბარიც ჰქონდა.
როგორც ცნობილია, “ბარსელონაში”, პიკეს პრობლემად მხოლოდ ტრავმიანობა და მაღალი ხელფასი არ მიაჩნიათ – კლუბში 35 წლის ფეხბურთელის ცხოვრების სტილიც არ მოსწონთ. გარდა იმისა, რომ ჟერარი არაერთ პროექტშია ჩართული და თავისი კომპანია (Kosmos) აქვს, ის რიკი პუჩთან ერთად ღამის კლუბებსა და რესტორნებში დადის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პიკე ღამით, სულ მცირე, 2 000 ევროს ხარჯავს.
აგრეთვე, ჟერარი ხშირად სტუმრობს კლუბების პრივატულ ადგილებს, სადაც ხალხს მობილური ტელეფონების შეტანა ეკრძალება, რადგან იქ პიკესთან ერთად კიდევ ბევრი ფეხბურთელია, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ დაქორწინებულები არიან, ღამეს მოდელებთან ატარებენ.
“ბარსელონას” მომავალ ორ სეზონში პიკესთვის 80 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს (თუ მან თანხის შემცირებაზე უარი განაცხადა), რაც წინა ხელმძღვანელობის მიერ გაფორმებული კონტრაქტის “დამსახურებაა”.
ჩავი ჟერარის შემცვლელს ეძებს, მაგრამ ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ფეხბურთზე კონცენტრირდება და დარჩენა უნდა – ამ ზაფხულში მას წასვლის არანაირი განზრახვა არ აქვს.

ჩავი მართლა რომ მაესტროა
ყველას ჩვენი აზრი და შეხედულება გვაქვს, მე მირჩევია მომავალმა თაობამ იბრძოლოს და სიტყვაზე ვერ მიაღწიოს პირველივე ეტაპზე მწვერვალს, ვიდრე მართლა კათარზისად იქცეს ბარელონა, ლაპორტა ჩალიჩობს მუქთათ მოიყვანოს და ვინცგინდა მოიყვანოს, ცოტახანში ვინმე ბებერი გახდება თავისუფალი აგენტი და ოპა დაეტაკებიან, ამ დროს ხალხი ახალგაზრდა გიჟ თაობას იმატებს…
2015 წლის მერე ლიგას ვერ იგებს ბარსა და ლალიგასაც რეალი ატლეტიკო იგებს ძირითადად, და რა ლიგის მოგებაზეა საუბარი
მერე ვინ იგებს ლიგას მინიმუმ 7 წელიწადში ერთხელ? რეალმა პირველი 5 გათამაშება მოიგო ზედიზედ 1955/6-59/60 წლებში. მერე 6 წლიანი პაუზა ქონდა და მე-7 იცით რომელს წელს მოიგო? 1997/98 წელს ანუ 32 წლის მერე. და გგონიათ 32 წელი მარტო იმას ჩიოდნენ ლიგას ვერ ვიგებთო? ან რამდენმა გუნდმა მოიგო ამ ბოლო 7 წელში ლიგა? ისევ რეალმა 4-ჯერ და თითოჯერ ლივერპულმა, ბაიერნმა, ჩელსიმ მორჩა. მოვა დრო და მოვიგებთ ლიგას ამისათვის კი გუნდი უნდა შეიკრას და ვინმეს კაპრიზებით არ უნდა დაიშალოს.
ჩავიმ: წესიერად მოიქეცი ან გაარეალმადრიდე გინდიდანო
ის მიკვირს დადებითისგან ნეგატივი,რომ გამოჰყავთ კიდე.ბარსაში,რომ მბაპე მოსულიყო უფასოდ და 5 მილიონზე ეთამაშა მაგაზეც მოიგონებდნენ რამე უარყოფითს,ტიპები ვამპირები არიან :დდ
მოკლედ ეს ხალხი გადამრევს რაა, ძლივს შედარებით ფეხზე დადგა გუნდი და ესენი მაინც უარყოფითებზე საუბრობენ და ყველაფერში ცუდს ხედავენ
წელსვე უნდა წავიდეს პიკე. აღარაა მისი და მისი ხელფასის ადგილი ბარსაში.
რა გადაბერებაზეა საუბარი, სტატისტიკების მიხედვით ბარსა ერთ ერთი ყვეოაზე ახალგაზრდული გუნდია ამ ბებრებთან ერთად რამდენმა ახალგაზრდამ ითამაშა ბოლო ბოლო, პენსიონერები ყველა გუნდს ჰყავს ეგრე და რა რეალმა ვერ მოიგო პენსიონერებით ლიგა თუ რა🤣
ერთერთი ახალგაზრდული გუნდო იყო წელს ბარსა რა კათარზისი ??😂😂😂 რეალის ბებრებმა მოიგეს წელს ლიგა.გარკვეული პიზიციების გაძლიერებაა საჭირო და კარგი სკამი.საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა პირიქით.
ოღონდ ამან თავისი მამქსიმუმი დადოს რაც შეიძლება ნაკლები ტრავმიანობით და ღამის კლუბს ვინ ჩივის, განტვირთვის თავისებური გზა აქვს ყველას :დდდდ
მაქსიმუმი გაიღოს,ოღონდ ზამენიდან.დორა უკვე გადაჯდეს.
არადა თუარმოიყვანეს ვინმე ყველას ჯობია აქედან არაუხოს გარდა
ბოლოს იმენა ეტყობოდა დაცვას რო პიკე არიყო
შეარგეთ კაცს ცხოვრება რა ხალხი ხართ!