“ბარსელონას” ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი კატალონიურ გუნდში რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო გადმოსვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
ბოლო დროის ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო თემა ლევანდოვსკის “ბაიერნიდან” “ბლაუგრანაში” შესაძლო ტრანსფერია. ცნობილია, რომ პოლონელს კატალონიურ გუნდში თამაში უნდა, მაგრამ “ბაიერნი” მისი ამ სურვილის ასრულებაზე ჯიუტად უარს აცხადებს.
ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. მისი მომავალი მისივე გადასაწყვეტია. თუმცა, რა თქმა უნდა, მას ჩემს გუნდში ვისურვებდი.
– განაცხადა ფრენკი დე იონგმა პოლონეთის ნაკრებთან დაპირისპირების შემდეგ.
ლევანდოვსკის მსგავსად არც დე იონგის მომავალია გარკვეული. ნიდერლანდელ შუახაზელს “ბარსელონაში” დარჩენა უნდა, მაგრამ “ბლაუგრანა” მისი სარფიანად გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.
მაგარი კაცია ფრენკი
ამ ლევანდოვსკიმაც რახან არ ეშვება ბაიერნი ადგეს და ფიფას წესით წამოვიდეს, მართლა მონათმფლობელობა ხო არ არის, დემბელემ როგორ უნდა აჯობოს. ამდენი შეურაცხყოფა მიაყენეს და დავიჯერო დარჩება? დაიკიდოს ჰასან სალიჰამიჯიციც და წამოვიდეს.
რა უნდა ლევანდოვსკის მანჩესტერში? დდ
კულეა ეს ჩემალალა მარა ვერ გაიხსნა რაა ბოლომდე
მალე ითამაშებთ ერთად ბარსას ფორმით