workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
BarçaTimes | ფ. დე იონგი, პიანიჩი, ასპილიკუეტა, რაფინია, დი მარია…

BarçaTimes | ფ. დე იონგი, პიანიჩი, ასპილიკუეტა, რაფინია, დი მარია…

ესპანელი ჟურნალისტი, სანტი ოვალიე “ბარსელონას” სატრანსფერო გეგმებზე წერს. 

ფრენკი დე იონგი: დე იონგს “ბარსადან” წასვლა არ უნდა, თუმცა, თუ ის გუნდიდან მაინც გაუშვეს, ნიდერლანდელი ტოპ კლუბში (მაგალითად: პსჟ, “ბაიერნი”, “მანჩესტერ სიტი”) გადასვლას ისურვებდა და არა – “მანჩესტერ იუნაიტედში”;

მირალემ პიანიჩი: ბოსნიელს “ბარსელონასთან” გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის დაკარგვა არ სურს. თუ კლუბი მის გაყიდვას გადაწყვეტს, ფეხბურთელისთვის ხელფასის ნაწილის გადახდა მოუწევს;

ოსკარ მინგესა & რიკი პუჩი: მინგესამ და პუჩმა წასვლაზე თანხმობა განაცხადეს. სავარაუდოდ, რიკის გაშვებამდე, გუნდი მასთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. რაც შეეხება ოსკარ – მას შემოთავაზებები ინგლისიდან, იტალიიდან და გერმანიიდან აქვს;

სესარ ასპილიკუეტა: სავარაუდოდ, “ბლაუგრანას” მისი შეძენა 5 მილიონი ევროც არ დაუჯდება. თუმცა, ესპანელს წასვლის უფლებას მისცემენ თუ არა, “ჩელსის” ახალ მფლობელებზეა დამოკიდებული;

კლემან ლანგლე: ფრანგი საკუთარ მომავალს პრესეზონის მიმდინარეობისას გადაწყვეტს. ადრე ის “ბარსელონადან” წასვლის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში აზრი შეიცვალა;

რაფინია: თუ კლუბი ბრაზილიელის მოყვანას ვერ შეძლებს, ალტერნატივა ეზ აბდეს დაწინაურება იქნება. ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, კატალონიელები სწორედ ეზალზულისთვის შანსის მიცემაზე ფიქრობენ;

ანხელ დი მარია: თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, “ბარსელონა” არგენტინელს არ დაიმატებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (24)

  • nikusha
    schedule 07 ივნ 2022, 21:34
    #24

    როს მე ვამბობდი რომ დიმკა უნდა გვეთრია

  • nika 54
    schedule 06 ივნ 2022, 15:37
    #23

    არვიცი სანიოლს მივაწერო თუ ამ ახალგაზრდა თაობის უფრო ჭკვიანურ და თავდადებულ თამაშს, მაგრამ ფაქტია ისე პაზორნად აღარ აგებენ, როგორც ადრე. ავტოგოლებზე არ ღირს ლაპარაკი, აი გუშინ უკარაინამ უელსთან ისეთი საშინელი გოლი გაუშვა რო მსოფლიოზე წასასვლელი თამაში წააგებინათ, არადა ნამდვილად ჯობდნენ ბეილის გუნდს.
    ისე მაინც ჩვენების გასაგონად, პენალტის გატანა თამაშის ბოლოსაც აუცილებელია გინდაც დიდი ანგარიშით იგებდე, ამას პროფესიონალიზმი ჰქვია და მაინც მოგებული გვაქვს-ო არც კი უნდა გაიფიქრო.

  • Kun agüeroooo
    schedule 06 ივნ 2022, 01:45
    #22

    დიმკა 2 სეზონი ითამაშებს უმაღლეს დონეზე მერე არვიცი 😂

  • nikusha
    schedule 05 ივნ 2022, 23:59
    #21

    მესი რა მაგარია ამ ასაკშიც! 5 გოლი ესტონეთს!