მადრიდის “ატლეტიკოს” ახალწვეული დიეგო, დარწმუნებულია, რომ მის გუნდს შესწევს ძალა, წინააღმდეგობა გაუწიოს ესპანეთის ჩემპიონატში ისეთ გუნდებს, როგორებიც “რეალი” და “ბარსელონაა”.
“წელს ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის საგზურის მოპოვებაა. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია უკეთესი შედეგის ჩვენება”.
“უდავოა, რომ “ბარსელონა” და “რეალი” ესპანური ფეხბურთის ლიდერები არიან, მაგრამ ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ მათ ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ” – დიეგოს სიტყვებს ციტირებს Marca.
