ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობებით, “ბარსელონა”, ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად და სახელფასო ჭერის შესამცირებლად, ფეხბურთელებისთვის ანაზღაურების დაკლებას გეგმავს.
მიუხედავად ამისა, კატალონიური პრესის ინფორმაციით, გუნდის კაპიტნებმა – სერხიო ბუსკეტსმა, ჟერარ პიკემ და ჟორდი ალბამ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ, შემადგენლობის სხვა წევრებისგან განსხვავებით, მათ ხელფასები უკვე შეიმცირეს.
“ბარსას” მე-3 კაპიტნის, სერჟი რობერტოს სიტუაცია განსხვავებულია – ის მალე კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და იმის ნახევარს გამოიმუშავებს, რაც მანამდე ჰქონდა.
რაც შეეხება პიკეს – მას თავისი ხელფასი გადავადებული აქვს და ასევე, 2021/22 და 2022/23 წლების სეზონებში 10 მილიონი ევროზე მეტი დათმო. ჟერარი კლუბში მინიმუმ 1 სეზონით დარჩება, შემდეგ კი თავის მომავალს გადაწყვეტს. იმ შემთხვევაში, თუ პიკე საფეხბურთო კარიერას 2023 წელს დაასრულებს, შესაძლოა, მან კონტრაქტით გათვალისწინებულ, დარჩენილ თანხაზე უარი თქვას.
ლაუტაროც თავისუფალი აგენტია და რომ რამე ეგ დავიმატოთ თან ნაკრებში საკმაოდ მომწონს
nikusha,
ოფიციალური სტატუსი რას ნიშნს? სოსიოს წევრი ხდები?
მალე კულეს სტატუსიც მომენიჭება, ეს თქვენი დამსახურებაა, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გითვლით
არცერთმა არ ვიცით ზუსტად რამდენი აქვთ ხელფასი, რამდენი დაიკლეს და რამდენი გადაავადეს, თუმცა მიდის ლანძღვა-გინება.
არ არიან ესენი კულეები და მორჩა, ამათი მიზანი 2015 დან მოყოლებული ფულის შოვნაა და იყენებენ კიდეც მშვენივრად. აფსუს ლეო!!!
რისი გადახდის დრაკიც ქონდა კარგად ჩანს მილიარდი გვაქ ვალი და ფეხბურთელებს ვეღარ ვარეგისტრირებთ, ვალებით გადახდა არ ნიშნავს გადახდის შესაძლებლობას
კორონა ვირუსამდე ბართომეუს მმართველობის დროს გუნდი ისტორიაში ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ნიშნულზე იყო, მილიარდს გადასცდა დამტკიცებული ბიუჯეტი, ტყუილებს რაც შეეხება არანაკლები მატყუარაა ლაპორტა, ბართომეუ შუდასამზარეულოში იყო ცუდი, ლაპორტა კარგია ამ საკითხში ოღონდ აფერისტობის ხარჯზე