“ბარსელონა” მიმდინარე ზაფხულში რობერტ ლევანდოვსკის შესაძენად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ “ბაიერნი” მის გაშვებაზე უარს აცხადებს და ჯერ კატალონიელთა პირველი შეთავაზებისთვისაც (32 მილიონ ევროს პლუს 5 მილიონი ბონუსები) არ უპასუხია.
BILD Sport-ის თანახმად, თუ გერმანელები პოზიციას არ შეიცვლიან და ტრანსფერზე უარს იტყვიან, ლევანდოვსკი FIFA-ს მე-17 მუხლს გამოიყენებს, რაც “ბარსას” მისი გაცილებით იაფად ყიდვის შესაძლებლობას მისცემს, ვიდრე მიუნხენური კლუბი ითხოვს (მათ მინიმუმ 40 მილიონი სურთ).
აღნიშნული წესის თანახმად, თუ ფეხბურთელს ერთ გუნდთან კონტრაქტი მინიმუმ 3 წლით აკავშირებს, მას უფლება აქვს, ხელშეკრულება გაწყვიტოს (თუ ამჟამინდელი კლუბი მის გაყიდგაზე უარს ამბობს) და სხვა ქვეყანაში გადაბარგდეს.
ასეთ შემთხვევაში მოთამაშის ფასს თავად FIFA დაადგენს (ზემოაღნიშნული წყაროს ცნობით, პოლონელის სატრანსფერო ღირებულება 24 მილიონად შეფასდება), რის შემდეგაც დაინტერესებულმა კლუბმა თანხა სასურველი ფეხბურთელის მოქმედ გუნდს უნდა გადაუხადოს და ტრანსფერი ჩვეულებრივად განხორციელდება.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, “ბაიერნისადმი” პატივისცემის გამო, რობერტი ამ უფლების გამოყენებას არ აპირებდა და იმედოვნებდა, რომ კლუბი მას მშვიდად წასვლის საშუალებას მისცემდა, თუმცა, როგორც ჩანს, ასე არ მოხდება და ლევანდოვსკი იძულებულია, FIFA-ს მიმართოს.
ამ მომენტისთვის “რეკორდმაისტერის” იდეა ნათელია: ისინი რობერტის გაყიდვას არ აპირებენ, თუმცა, თუ “ბლაუგრანა” მათ 40 მილიონზე მეტს შესთავაზებს, შესაძლოა, გუნდში ტრანსფერზე ფიქრი დაიწყონ.
ღირსებიც იქნებიან ნემცები
მომავალ წლამდე არ ალავშორებს კონტრაქტი? 2023 იო იძახდა კანიც თუ ვცდები..რა უბედურებაა ფეხბურთელს რო წასვლა უნდა 3 წლით დააკავო. თან ლავანამ ყველაფერი გაუეკთა ბაიერნს
ბაიერნი არანაირად არ იმსახურებს პატივისცემას, რეალის მერე ყველაზე მეტად ეგ გუნდი მეზიზღება, არ ვარ დაბოღმილი 8-2, 4-0 ებით, უბრალოდ ეგეთი ჯორული მიდგომების გამო, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში არიან, ფეხბურთელებს მონებად თვლიან :დდ
მე მსგავსი ქმედებების მომხრე ზოგადად არ ვარ ყოველთვის მირჩევნია ღირსეულად გადაწყდეს ხოლმე მსგავსი საკითხი, ბავარია ღირსი იქნება თუ არ დაუფასებენ იმ შრომას რაც წლების განმავლობაში დადო კლუბისთვის. ლევანა პროფესიონალია.
ძალიან კარგი არ უნდოდა ბავარიას ამის გაშვება და 40 ლიმონი? ხოდა ეხლა 24 მილიონი იკმარონ